Monday, September 24, 2018

kvleva


 პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევ
თემა  : მოტივაციის ამაღლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ინგლისური  ენის გაკვეთილზე (დაწყებითი საფეხური) ანგარიში                  
პედაგოგი: ციალა სანებლიძე
სარჩევი
თავი 1  
1.1 შესავალი.................................................................................................................................3
1.2 თემის აქტუალობა.................................................................................................................3
1.3 პრობლემის ანალიზი............................................................................................................5
1.4 კვლევის მიზანი.....................................................................................................................5
თავი 2
პრაქტიკის კვლევის არსი ..........................................................................................................6
თავი 3
ლიტერატურის მიმოხილვა ......................................................................................................7
თავი 4
კვლევის დიზაინი
4.1კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები-----------------------------------------------15
4.2 კვლევის მეთოდოლოგია ------------------------------------------------------------------15
4.3 კვლევის ჯგუფის მუშაობა-----------------------------------------------------------------17
თავი 5
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი-----------------------------------------------------------19
თავი 6
ინტერვენციების აღწერა და ანალიზი.....................................................................................29
თავი 7
მიგნებები,რეკომენდაციები------------------------------------------------------------------- 41                       
თავი 8
დასკვნა..---------------------------------------------------------------------------------------------------44
გამოყენებული ლიტერატურა.------------------------------------------------------------------45
დანართები......................................................................................................................................46


























თავი 1
                                                            შესავალი
                    წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის N24 სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ციალა სანებლიძემ. კვლევის მიზანია  მოსწავლეებში ინგლისური  ენის სწავლისას დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზების დასახვა .
                  ნაშრომი შედგება რვა თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ. პრობლემის იდენტიფიცირება, საკვლევი საკითხის აქტუალობა, კვლევის მიზანი, კვლევის სტრუქტურა და ძირათადი  დასკვნები. II თავი  ეხება  პრაქტიკული კვლევის არსს  და   სკოლაში  მის   დანერგვას.  III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრება   საკვლევი თემის ირგვლივ. IV თავი  მოიცავს კვლევის  დიზაინს.  საკვლევი საკითხის    კითხვებს, კვლევის სამიზნე ჯგუფს, კვლევის მეთოდებს .V  თავი  მოიცავს მონაცემთა შეგროვებასა და  ანალიზს, VI თავში  განხილული ინტერვენციის  მეთოდები და შეფასება. VII  თავში აღწერილია კვლევის რეკომენდაციები , ხოლო,  VIII თავი დასკვნა. კვლევის  ანგარიშს   თან ახლავს ბიბლიოგრაფია და დანართები.

1.2 თემის აქტუალობა.
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან გარემოში  უცხოური ენების ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს .უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება .ენების სწავლის მნიშვნელობას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღნიშნავდა ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი და დიდი მწერალი ილია ჭავჭავაძე ,როდესაც წერდა : რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო . ეს გამონათქვამი უფრო აქტუალური გახდა დღეს ,როდესაც ადამიანებს საშუალება აქვთ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება არა მარტო  თავიანთ ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც . ინგლისური ენა მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ენადაა  აღიარებული. ეს 21-ე საუკკუნის რვათაობაა. ინგლისური როგორც  მსოფლიო  დიპლომატიის ენას  წარმოადგენს, ასევე  ის არის საერთაშორისო კომერციისა და ბიზნესის საკომუნიკაციო საშუალება. ამ ენის ცოდნა  არის ერთგვაროვანი პასპორტი უკეთესი   ცხოვრებისათვის ,  კარიერისათვის,  სხვადასხვა სფეროში უფრო  პროგრესული  ცოდნის  მიღებისათვის, რა თქმა  უნდა,  საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად  წარმართვისთვის. ინგლისური ენის ცოდნა არა მხოლოდ პირადი  მიზნებისათვის  არის საჭირო, არამედ ქვეყნის  ზოგადი  განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვალია. სწორედ ამიტომ, მისი ცოდნის გარეშე  წარმოუდგენელია სხვადასხვა ენობრივ -კულტურული იდენტობის  წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარება.
                  უცხოური ენის საწავლების სტანდარტში გარკვევითაა მოცემული , რა უნდა შეეძლოს   
          მოსწავლეს მეორე უცხოური ენაში.ეს შედეგები ჯგუფდება სამ  მიმართულებად.
1. ტექსტის მოსმენა/წაკითხვა და გაგება- აჯგუფებს   იმ უნარებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც უნდა დაეუფლოს მოსწავლე უცხოენოვანი ტექსტების გასაგებად სოციოკულტურული კონტექსტების თავისებურებათა გათვალისწინებით.
2.წერა და ლაპარაკი - აჯგუფებს იმ უნარებსა და სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც უნდა შეძლოს მოსწავლემ უცხო ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაცია.
    3.საქმიანობა უცხოური ენის გამოყენებით- ამ მიმართულების მთავარ ამოცანას წარმოადგენს  სოციალურ კონტექსტებში სხვადასხვა ტიპის საქმიანობათა უცხოურ ენაზე განხორციელების  უნარების განვითარება. იგი ესაბამება ენების დიდაქტიკის ახალ პარადიგმას - მოქმედებაზე ორიენტირებულ მიდგომას (action-oriented approach).
საკვლევი თემის აქტუალურობაზე მიუთითებს ის ფაქტორი,რომ :
ენის მთავარი დანიშნულებაა კომუნიკაციის განხორციელება ენის მატარებელთან.საკუთარი პრაქტიკა და ასევე კვლევები ადასტურებს,რომ მოსწავლეებს უჭირთ საქმიანობა უცხოური ენის გამოყენებით,ეს სირთულე იწვევს მათ დემოტივაციას და აისახება სწავლის ხარისხზე.
აღნიშნული გამოწვევის  დაძლევას მასწავლებელი ვერ შეძლებს მოტივაციის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ,ვინაიდან მოტივაციის ფაქტორი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, გადამწყვეტ როლს თამაშობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. აღარც ის მოსაზრებაა საეჭვო, რომ სწორედ მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი.ახერხებს კი ყოველთვის მასწავლებელი ჩააყენოს მოსწავლეები ისეთ სიტუაციაში, შეუქმნას ისეთი განწყობა რომ მათთვის ენის სწავლა და მისი გამოყენება იყოს სახალისო და არა რუტინა.
     დღეს,21 -ე საუკუნეში, წარმოუდგენელია ნებისმიერი საქმიანობის, მითუმეტეს სწავლა-სწავლების პროცესის განხორციელება  ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. ისტ-ი ხელს უწყობს არა მარტო კომუნიკაციის უნარის განვითარებას,რომელიც მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ენის სწავლების პროცესში, არამედ მთელი რიგი მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით თანამედროვე მოსწავლე  უნდა შეძლოს არა მარტო ინფორმაციის მოპოვება ,არამედ მისი ანალიზი, შეფასება და გამოყენების საზღვრების დადგენა,ახალი პროდუქტის შექმნა, შემოქმედებითი აზროვნება. ამ მიმართულებით ინფორმაციული და კოუნიკაციური ტექნოლოგიები ენის შესწავლისა და გამოენების თვალსაზრისით დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ეს ფაქტორი უცხოური ენის მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისას. მეორე საკითხია სინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონულ ფორმატში ინგლისურ ენოვანი  სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა  სასწავლო პროცესში.
              ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების აქტუალობამ განაპირობა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წამეყვანა სწორედ მოტივაციისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
1.3 პრობლემის ანალიზი
              თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია. აღნიშნული   პრობლემა იკვეთება  როგორც ფორმალურ,  ისე არაფორმალურ სასწავლო პროცესში. ყველა საფეხურის მასწავლებელი  სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრაზე ხაზს უსვამს დემოტივაციის პრობლემას. ეს  საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უცხო ენის პედაგოგების უმეტესობისათვის. დაკვირვებიდან    ჩანს, რომ მოსწავლეები  არ არიან  ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არიან პასიური  მსმენელები, მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებ სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს,  სახეზეა მოსწავლეთა დემოტივაცია. უდაოა, რომ მოტივაციის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. მოტივაციის ამაღლება შეუძლებელია მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ვიცით, რომ მოსწავლეთა ნაწილი სწავლობს მოსმენით, ხედვით და კეთებით. „ის რაც აღმზრდელის აზრით კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევა’’- წერს უზნაძე. გადავწყვიტე დამედგინა როგორ და რა რესურსის საშუალებით შემექმნა მოსწავლეთათვის ისეთი განწყობა, რომ ისინი არა ძალდატანებით, არამედ ხალისით ჩართულიყვნენ სწავლა-სწავლების პროცესში.
1.4 კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია ინგლისური  ენის სწავლისას დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, ანალიზი და მისი გამოსწორების გზების დასახვა.
    ჩემი კვლევის მიზანია დავადგინო როგორ  მოქმედებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხზე ,რა სახის პრობლემები ახლავს ამ პროცესს და როგორ შეიძლება მათი  მინიმუმამდე დაყვანა. გავაანალიზოთ თუ რამდენად მოიმატა მოსწავლეთა ჩართულობამ საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენების შემდეგ, გახდნენ თუ არა მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ვაჩვენო კოლეგებს  უცხო ენის გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენების აუცილებლობა.
                     
                                                  

თავი 2
პრაქტიკული კვლევის არსი
                   კვლევის არსი მდგომარეობს შემდგომში :  სწორად დავსახო ის ამოცანები და აქტივობები,რომელიც დამეხმარება კვლევის მიზნის მიღწევაში. გავითვალისწინო სხვათა იდეები, მოსაზრებები და დავნერგო საკუთარ პტაქტიკაში.დეტალურად შევისწავლო ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის   გამომწვევი მიზეზები და სირთულეები , გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, მასწავლებლებთან ვითანამშრომლო, ჩავრთო კვლევაში, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გავიაზროთ პასუხისმგებლობა და მივაღწიო სასურველ შედეგს. აღნიშნული საკითხის კვლევა ხელს შეუწყობს:
1) მოსწავლეებს: გაკვეთილები ინგლისურ ენაში გახდება საინტერესო, გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, დაეხმარება მოსწავლეებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, შეძლონ ენობრივი კონსტრუქციების პრაქტიკაში გამოყენება. ეს პირდაპირ გაგვიყვანს მოტივაციის ზრდაზე.
 2) კოლეგებს დაეხმარება  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში, იმ ხერხების  მეთოდებისა და აქტივობების დაგეგმვაში, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისურის (უცხო ენის) გაკვეთილზე მოსწავლეთა მაღალ მოტივაციასა და ჩართულობას. ეს კი თავის მხრივ  დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.
3) სკოლას: გაიზრდება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხი, მოხდება გაკვეთილების ერთად დაგეგმვა, რესურსების შექმნა და გამოყენება რაც საბოლოოდ აისახება სწავლა სწავლების ხარისხზე.

                                                                  








თავი 3
 ლიტერატურის მიმოხილვა
               მასწავლებლისათვის მთავარ დასაყრდენს სასწავლო პროცესში წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა. ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ყოველი აქტივობა მასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ კვლევის დაწყებამდე უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ გადავხედე ეროვნულ სასწავლო გეგმას, რათა დამედგინა და განმეხილა კავშირი საკვლევ თემასა და ოფიციალურ დოკუმენტს შორის. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
ეროვნული სასწავლო გეგმა
                                           სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
 ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;
·           მომზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·           განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.


თავი II. საგანმანათლებლო რესურსები

მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა
·      სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
ე.ს.გ-ის ერთ ერთ თავში გამჭოლი კომპეტენციები მითითებულია მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია,რაც ნიშნავს ადამიანის უნარს დაეუფლოს და გამოიყენოს ენები.ამ კომპეტენციის განვითარებაში ყველა საგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი.
როგორც ვხედავთ მასწავლებლის ძირითად სამოქმედო დოკუმენტში პირდაპირ არის მითითება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის გამოყენების შესახებ , რაც  ასახვას ჰპოვებს მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხზე
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში პირდაპირ არის მითითებული რომ
ზოგადგანათლების სისტემამ უნდა ჩამოაყალიბოს  ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება განუვითაროს მას გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები,რომლებიც დაეხმარება ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებში; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავებასა დაანალიზიში. როგორც ვხედავთ საკვლევი თემა თანხვედრაშიაამ საგანმანათლებლო დოკუმენტთან.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი:
მუხლი 43.დაწყებითი, საბაზოან/დასაშუალო საფეხურის უცხო ენების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
.) ფილმების ენის გაგება, თუკი არგამოიყენება სპეციფიკური სლენგი;
.) გარკვევით, სტანდარტულ ენაზე ჩაწერილი საინფორმაციო აუდიო ჩანაწერებისა და ტელე-რადიო-გადაცემების (ინტერვიუ, რეპორტაჟი, სპორტულიანგარიში, ამინდის პროგნოზი, ახალიამბებიდასხვა) გაგება;
მუხლი 44.დაწყებითი, საბაზოან/დასაშუალო აფეხურის უცხო ენების მასწავლებლის პროფესიულ იცოდნა
2. საბაზოან/და საშუალო საფეხურის  უცხო ენების მასწავლებელმა იცის:) მედია:  რადიო/ტელევიზია (მაგ.: გადაცემა, წამყვანი, პროგრამა...), ბეჭდურიპრესა (მაგ.: ჟურნალი, გაზეთი, სტატია, სათაური, განცხადება...), ინტერნეტი (მაგ.: ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდი, ფორუმი, ჩეტი...), მობილური ტელეფონი (მაგ.: კლავიატურა, სმს, დარეკვა/ზარი...);
         როგორც ვხედავთ, იმისათვის რომ მოსწავლე დააინტერესო აქტიურად ჩართო საგაკვეთილო პროცესში და აამაღლო კლასის მოტივაცია, თავად მასწავლებელი მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდე, თანამედროვეობას ფეხდაფეხ მისდევდე  და ერკვეოდე თანამედროვე ტექნოლოგიებში, საჭიროა თავად იყო მოტივირებული და გახდე მაგალითი საკუთარი მოსწავლეებისთვის.
       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიოს ინფორმაციულ სივრცეში მისი აქტიური ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანადაა მიჩნეული. სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ,რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. ისტ-ის როლი სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება
             უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული ელექტრონული საშუალებები სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისას. „ციფრულმა რევოლუციამ“, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მსგავსად, მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო გარემო. ახალი ტიპის სასწავლო გარემოს  ფორმირება ბუნებრივად მოითხოვს ახალი საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვას, რომლებშიც ინტეგრირებულია ICT (ინფორმაციული და კომუნიკაციური) ტექნოლოგიები პედაგოგიური და საგანმანათლებლო ამოცანების შესასრულებლად. იგულისხმება საგანმანათლებლო მეთოდები, რომელთა დამკვიდრებისა და დანერგვისათვის კომპიუტერი გამოყენებულია როგორც შუამავალი შემსწავლელსა და მასწავლებელს შორის. მეორე უცხოენის სწავლა ხანგრძლივი დართული პროცესია, რომელიც მოსწავლისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციას, სურვილს, ნებას, ენერგიას, დროს და ა.შ. პედაგოგთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას სასწავლო მიზნების შესაბამისი ისტ-ის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა უნდა წარმოადგენდეს, რათა გაამრავალფეროვნოს, გაამდიდროს, გააადვილოს სწავლა-სწავლების პროცესი და, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, დაუახლოვოს ის მოსწავლის ბუნებრივ და მოხეხებულ გარემოს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა „ციფრული რევოლუციის“ შემდგომი თაობის წარმომადგენელია, რომელთათვისაც ელექტრონული საშუალებები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით გაკვეთილის გამდიდრების მნიშვნელობა  სრულიად აშკარა ხდება, რადგან ეს მათთვის მეტად კომფორტული გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
          სრულიად ვეთანხმები ქ. გოჩიტაშვილის მიდგომას ,რომელიც თვლის ,რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენება სასწავლო პროცესში არ არის თვითმიზანი. ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი პირობაა ენის სწავლებისას. Jeong-Bae Son-ი თავის სტატიაში: „Online Tools for Language Teaching” გვთავაზობსკითხვარს, რომელიც დამყარებულია ცნობილ პრინციპზე 5W1H (who, when, where, what, why and how). ამ კითხვარის გამოყენება, ვფიქრობ, დიდად დაეხმარება პედაგოგებს, რომლებიც ელექტრონული საშუალებების გამოყენებას გეგმავენ.
1) ვინ იყენებს? - შემსწავლელები? მასწავლებლები? სხვა მომხმარებლები?
2) როდის ვიყენებთ?
3) სად ვიყენებთ? _ საკლასო გარემოში? სახლში? გარეთ?
4) რას ვაკეთებთ მათი საშუალებით? _ ვკითხულობთ? ვწერთ? ვუსმენთ? ვლაპარაკობთ? ვამყარებთკომუნიკაციას? ვიყენებთ სოციალურ ქსელებში? ვქმნით ვებსავარჯიშოებს? ვაწარმოებთ ვებძიებას? ვერთობით?
5) რატომ ვიყენებთ? _ სხვებთან საურთიერთოდ? სხვებთან სათანამშრომლოდ? ვირტუალურისამყაროს გასაცნობად? რესურსების გასაზიარებლად? ვებგვერდების შესაქმნელად? ვებსავარჯიშოების შესაქმნელად? ინფორმაციისა და რესურსების შესაგროვებლად? გასართობად? სწავლა-სწავლების პროცესის გასაიოლებლად
 6) როგორ ვიყენებთ? როგორ მუშაობს?  რესურსების გაცვლით? ვებგვერდებისა და ვებსავარჯიშოების „გამოქვეყნებით“? სწავლებაზე და სწავლაზე ასახვით? ენის სასწავლო აქტივობების შექმნით? (იონგი, 2011)
              ვფიქრობ, ამ შეკითხვების გააზრებისა და მათზე პასუხის გაცემის შემდეგ მასწავლებელს ხელთ ექნება სამოქმედო გეგმა რა ,სად ,როგორ და რა მიზნით უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ ეს კითხვარი მოსწავლეებთან ანკეტირებისათვის შემიძლია  გამოვიყენო, რათა მოვახდინო დიაგნოსტიკა და ანალიზი რა იციან მოსწავლეებმა და როგორია მათი ინტერესის არეალი.
              ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებში ცოდნის მიღებასთან ერთად შეგვიძლია განვავითაროთ სხვადასხვა უნარი. ენის სწავლის პროცესში ტექნოლოგიების როლი ფასდაუდებელია. მოსწავლეს შეუძლია ინგლისურ ენაზე საჭირო უნფორმაციის მოძიება, მიღება, გაცვლა(კომუნიკაციის უნარი), მოპოვებული ინფორმაციის შეფასება -ანალიზი :რა გამოადგება და რა არა (ანალიტიკური აზროვნების უნარი), ინფორმაციის მიზნობრივად დაკავშირება ისე, რომ მიღებული შედეგი გასაგები იყოს როგორც მოსწავლისათვის, ასევე სხვებისთვისაც(სინთეზური აზროვნების უნარი), ასევე ისტ-ის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ მოამზადონ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები  ,გამოავლინონ  შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ყოველივე ზემოთჩამოთვლილში მთავარი შემომქმედი უნდა იყოს მოსწავლე, მასწავლებელი კი ფასილიტატორის როლში უნდა გვევლინებოდეს.
               ვიდრე უშუალოდ საკვლევი საკითხის პრაქტიკულ მხარეზე გადავიდოდე, აუცილებლად მიმაჩნია მოკლედ მიმოვიხილო, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა  აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში. ალბათ ყველა მასწავლებლის სამაგიდო წიგნს წარმოადგენს სამტომეული, რომლის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ ნათია ჯანაშია. მას ძალიან კარგად აქვს განხილული სახელმძღვანელოში „განვითარებისა და სწავლის თეორიები“ მოტივაციის თეორია. კვლევის დაწყებამდე ერთხელ კიდევ გადავხედე აღნიშნულ თეორიებს, გავაკეთე მოკლე ანალიზი.    
                  ჩვენ ვიცნობთ მოტივაციის ოთხ ძირითად თეორიას: ბიჰევიორისტულს, ჰუმანისტურს, კოგნიტურსა და სოციოკულტურულს. მოტივაციას, როგორც წესი, ასეთნაირად განმარტავენ: ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ფსიქოლოგები, რომლებიც მოტივაციას სწავლობენ, აქცენტს ხუთ ძირითად საკითხზე აკეთებენ:
1 როგორ არჩევანს აკეთებენ ადამიანები საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით? რატომაა რომ, მაგალითად, ერთი მოსწავლე გულმოდგინედ აკეთებს დავალებას, მეორე კი ტელევიზორის ყურებას არჩევს?
2 რა დრო უნდგავიდეს, რომოტივაცია ამოქმედდეს? რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე დავალების შესრულებას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს?
3. რა ხარისხით ან ინტენსივობით არის ჩართული ადამიანი არჩეულ ქცევაში? ყურადღებით ასრულებს მოსწავლე დავალებას თუ მექანიკურად?
4. რა აიძულებს ინდივიდიყოს შეუპოვარი ან ადვილად დანებდეს? მაგალითად, რას  იზამს მოსწავლე, მთლიანად წაიკითხავს ნაწარმოებს თუ მხოლოდ მის რამდენიმე გვერდს?
5. რა გრძნობები აქვს და რაზე ფიქრობს ინდივიდი, როცა ქცევას ახორციელებს? მაგალითად, მოსწავლე სიამოვნებას იღებს ნაწარმოების  კითხვით, თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?

                    
შინაგანი და გარეგანიმოტივაცია
                ყველა კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება მოტივირებული დამიანი, რომელიც თავდაუზოგავად მიიწევს მიზნისკენ  ან მუშაობს მუყაითად მაშინაც კი, როცა სამუშაო მოსაწყენად ეჩვენება. რა წარმართავს ქცევას და რა ანიჭებს მას ამ ენერგიას? ამის ახსნა უნდა ვეძიოთ მოთხოვნილებებში, სტიმულებში, შიშებში, მიზნებში, სოციალურ ზეწოლაში, თვითრწმენაში, ინტერესებში, ცნობისმოყვარეობაში, რწმენაში, ღირებულებებში, მოლოდინებში და ა.. ზოგიერთი ფსიქოლოგი მოტივაციას პიროვნული ნიშან-თვისებების ტერმინებით ხსნის. ზოგიერთ ადამიანს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს, ეშინია გამოგდების, აინტერესებს ხელოვნება, ამდენად, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მეტს მიაღწიონ, თავს არიდებენ გამოცდებს და საათობით ათვალიერებენ გამოფენებს.
                სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ როგორც მდგომარეობას, დროებით სიტუაციას. თუ თქვენ, მაგალითად, რაიმეს კითხულობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი, თქვენ სიტუაციით ხართ მოტივირებული. ა თქმა უნდა, მოტივაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის ერთგვარი კომბინაციაა. თქვენ შეიძლება სწავლობდეთ იმიტომ, რომ სწავლა თქვენთვის დიდი ღირებულებაა დიმიტომაც, რომ გამოცდისთვის ემზადებით.
               როგორც ხედავთ, მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორიცა ამოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა. სხვა განმარტებებშაქცენტი ექსტერნალურ, გარე ფაქტორებზეა აღებულიჯილდო, სოციალური ზეწოლა, დასჯა და .. მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია.
                 შინაგანიოტივაცია არის ტენდენციამიღწეულ იქნეს მიზნებისაკუთარი ინტერესებისა დუნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვეშინაგანად ვართმოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს.
                 ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის, დასჯის თავიდააცილების მიზნით, მასწავლებლის სიამოვნებისათვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგგვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა. სრულიად ვეთანხმები ცვატა ბერძენიშვილს ,რომელიც სტატიაში „მოტივაცია კლასში“ განიხილავს მოტივაციისადმი სხვადასხვა მიდგომებს .
მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა
                    ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდდავიწყოთ წამახალისებელი სტიმულების ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევგარკვეულ ქცევას. იმპულსი ის ობიექტები ან მოვლენებია, რომლებიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. მაგალითად, დამატებითი ქულების დაპირება წამახალისებელი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.
                   თუ ჩვენ მუდმივად წაგვახალისებენ გარკვეული ქცევის გამო, ჩვენ განგვივითარდება გარკვეული ჩვევა ან ტენდენციაგანვახორციელოთ ხოლმე გარკვეული ტიპის ქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლე ფეხბურთის თამაშის გამო ჯილდოდ მიიღებს ხან საჩუქრებს და ხან კიდევ გარკვეულ  პრივილეგიებს, ხოლო მის სწავლას ნაკლები ყურადღებმიექცევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი დიდ დროს დაუთმობს ფეხბურთში ვარჯიშს და არ  სწავლას. კარგი ნიშნები, ვარსკვლავები, სტიკერები და სხვა საშუალებები განმტკიცებისათვის ან გარკვეული დამსჯელი ღონისძიებები ცუდი საქციელისათვის ეს ყველაფერი არის მცდელობა მოსწავლეთმოტივირებისათვის გარეგანი იმპულსის, ჯილდოების ან დასჯის გამოყენებით.

მოტივაციისადმი ჰუმანისტურმიდგომა
                    მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიივერც ერთი დომინანტური სკოლა, ვერც ბიჰევიორული და ფროიდისეული, ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსებისმათიკომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვით აქტუალიზაციის წაქეზებას. მასლოუს თეორია მოტივაციის ცნობილი ჰუმანისტურიხსნაა.
მასლოუს იერარქია
                    აბრაჰამ მასლოუ ვარაუდობდა, რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილებათა იერარქია მთელი დიაპაზონითდაბალიდან (მაგ. უსაფრთხოება) მაღალი რანგის მოთხოვნილებებამდე (თვითაქტუალიზაცია). თვითაქტუალიზაცია მასლოუს მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც იგი პიროვნების სრულთვითრეალიზაციას, მისი პოტენციალის სრულ რეალიზებააღნიშნავდა. სანამ მოთხოვნილებათშემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის მოთხოვნილებები.
                     მასლოუ ოთხ შედარებით  დაბალი რანგის მოთხოვნილებას: ფიზიოლოგიურს, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითშეფასების მოთხოვნილებებს დეფიციტურს უწოდებდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მათი რეალიზების  მოტივაცია იკლებს. ასლოუმ  სამ ზედა, მაღალი რანგის მოთხოვნილებასინტელექტუალური მიღწევების, ესთეტიკურ და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს ზრდის მოთხოვნილებები უწოდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პიროვნების მოტივაცია არ იკარგება, პირიქით, იგი იზრდება და დაკმაყოფილების მორიგი საშუალებების ძებნას იწყებს. დეფიციტური მოთხოვნილებებისაგან განსხვავებით, ეს მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. მაგალითად, რაც უფრო წარმატებულია თქვენი მცდელობა, გახდეთ კარგი მასწავლებელი, მით უფრო მეტად გინდათ მიაღწიოთ მეტს.
                    მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა.
                     კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტ სშინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არიგანპირობებულდა არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული დარეგულირებულია გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.
                    როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართულობა























თავი 4 კვლევის დიზაინი
4.1კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები
               იმისათვის რომ კვლევა სწორი მიმართულებით წამეყვანა  საჭირო იყო დამესვა მთავარი შეკითხვა ,რომელზე პასუხის ძიებაც იქნებოდა  კვლევის მთავარი ამოცანა მთავარი შეკითხვა ჩამოვაყალიბე ასეთი სახით:
v  საგანმანათლებლო  რესურსების, კერძოდ ელექტრონული რესურსების ნაკლებად გამოყენება არის  თუ არა უცხო ენის გაკვეთილზე დაბალი მოტივაციის მიზეზი?
ამის შემდეგ ჩამოვაყალიბე ის ქვეკითხვები,რომლებიც დამეხმარებოდა რომ პასუხი გამეცა კვლევის მთავარი შეკითხვისათვის:
Ø  რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი მოსწავლეთა უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ რესურსებს?
Ø  რამდენად მრავალფეროვანია მის მიერ გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი?
Ø  არის თუ არა შერჩეული რესურსი თანხვედრაში ესგს-თან?
Ø  ისტ-ის გამოყენებისას გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა      ინტერესები?
Ø  გეგმავს თუ არა მასწავლებელი გაკვეთილებს კოლეგებთან ერთად?
Ø  არის თუ არა სკოლაში მიზნობრივი გარემო დ ამატერიალური ბაზა ისტ-ის გამოყენებისთვის?
აღნიშნულ კითხვებზე მიღებული პასუხები იქნებოდა ამოსავალი წერტილი კვლევისათვის .

4.2 კვლევის მეთოდოლოგია.
                   ამ თავში  განხილულია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ანკეტირება და  ფოკუს-ჯგუფი.
             მოკლედ მიმოვიხილავ კვლევის მეთოდებს:  თ.ზურაბიშვილი თავის ნაშრომში „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“კარგად განმარტავს ორივე მეთოდის არსს-რაოდენობრივს და თვისებრივს.  ეს ორი მეთოდი რა თქმა უნდა განსხვავდება ერთმანეთისაგან და თვისებრივი მეთოდი გაცილებით უფრო სიღრმისეულად შეისწავლის ამა თუ იმ მოვლენას. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ვეძიოთ არა თავად პრობლემა, არამედ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი და გარემოება. ამ მეთოდის ფარგლებში ადამიანს საშუალება ეძლევა გამოხატოს თავისი შეხედულებები და განცდები მოცემული საკითხის ირგვლივ. ახსნას და განმარტება მისცეს საკუთარ მოსაზრებას და პოზიციას. შესაბამისად, ლოგიკურია რომ ამ მეთოდით ჩვენ ვერ მივიღებთ რაოდენობრივ მონაცემებს, რაც შეიძლება მივიღოთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. შესაბამისად, ეს ორი ერთმანეთს ავსებს და მათ იყენებენ თითქმის ყველა სოციალურ მეცნირებაში. თუ ერთი მეთოდის შემთხვევაში პასუხი გვაქვს შეკითხვაზე - „ რამდენი?“ მეორეს საშუალებით პასუხს მივიღებთ კითხვაზე - „როგორ?“.
ჩემს კვლევაში გამოვიყენე ორივე მეთოდი.
ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიან უცხო ენას. მიზანი იყო გამეგო მასწავლებლების მიერ გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნება  და გამოყენების სიხშირე. ინტერვიუ წარვმართე ამ კითხვების გამოყენებით:
·         რომელი სახის სასწავლო რესურსს ანიჭებთ უპირატესობას?
·         ხდის  თუ არა გაკვეთილს ეფექტურს ელ. რესურსების გამოყენება და რატომ?
·         რამდენად მიზნობრივია თქვენს მიერ გამოყენებული რესურსები?
·         რამდენად ითვალისწინებთ სხვადასხვა  რესურსის გამოყენების  დროს მოსწავლეთა ინტერესს?
·         აისახება თუ არა სწორად შერჩეული ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციისა და ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე?  როგორ?
·         დაასახელეთ  მინიმუმ  ერთი  ხელის შემშლელი და ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი  ელექტრონული რესურსის გამოყენებისთვის?
(დანართი# 1)
ანკეტირება ჩავატარე VI კლასის მოსწავლეებთან. მიზანი იყო გამეგო არის თუ არა  ინგლისური ენის გაკვეთილები  საინტერესო  მათთვის,  არიან   თუ  არა აქტიურად  ჩართული  საგაკვეთილო პროცესში  და თუ არა, რატომ? ინფორმაციის მისაღებად გამოვიყენე შემდეგი შეკითხვები:
1.      ჩამოთვლილი აქტივობებიდან  რომელს  იყენებს უცხო ენის მასწავლებელი გაკვეთილზე?
   ა) უცხო ტექსტის კითხვა
   ბ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
   გ) კითხვა-პასუხი
   დ) ელექტრონული   რესურსი( ვიდეო რგოლი, PPP,  ანიმაცია, სიმღერა  და  აშშ.
2.      რომელი აქტივობა არის თქვენთვის  საინტერესო?
    ა)ანიმაციური ფილმები, სიმღერები, აუდიო რგოლები, აუდიო  ტექსტები
    ბ) უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრება.
    გ)გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება

თუ  თქვენი  პასუხია    ა-გადადით   მე-4  შეკითხვაზე , თუ თქვენი პასუხია     გადადით მე-3  შეკითხვაზე

3.      რატომ  მოგწონთ უცხო  ტექსტის წაკითხვა- გააზრება?
   ა) ადვილად  ვგებულობ შინაარსს    
   ბ) კითხვით იოლად  ვიმახსოვრებ 
   გ) სხვა
4.      რატომ  მოგწონთ  ანიმაციური ფილმები,/ სიმღერები?
ა) სახალისოა          
ბ) ადვილად  ვგებულობ             
გ)  ვიმახსოვრებ ტექსტს

     5.    თქვენი  აზრით რისთვის არის საჭირო  უცხო ენის გაკვეთილზე   ანიმაციური  
            ფილმები/ სიმღერების(ვიდეო რგოლების/PPP გამოყენებას?
 ა) გაკვეთილი უფრო  საინტერესო იქნება    
 ბ) ყველა მოსწავლე იქნება ჩართული   
 გ) იოლად დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ ახალ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
            ) სხვა  
(დანართი  2)
 
4.3კვლევის ჯგუფის მუშაობა
                   აღმოჩნდა რომ უცხო ენის პედაგოგები  ერთხმად  აღიარებენ დემოტივაციის  პრობლემას, თუმცა  პრობლემის გამომწვევ მიზეზებს   სხვადასხვას ასახელებენ, რაც ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის  ძალიან საინტერესოა, ვიცი, რომ არ არსებობს  მზა პასუხი იმაზე, თუ რა არის შესაცვლელი პრობლემის, არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. აქედან  გამომდინარე  ეს ყოველივე ჩემს  შრომას საინტერესოსა და მოსწავლეთათვის სასარგებლოს ხდის. კვლევის ჯგუფი შევქმენით სამმა უცხო ენის პედაგოგმა, გავინაწილეთ  შესასრულებელი სამუშაო, შევიმუშავეთ  კვლევის გეგმა, ავირჩიეთ  საკვლევი ობიექტი და შევუდექით  მონაცემების შეგროვებას.  ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კვლევის ჯგუფი უკეთესად იმუშავებს როცა მისი ყველა წევრი ჩართული იქნება საქმის წარმართვაში.
                   კვლევითი ჯგუფის ფორმირებამდე შევხვდით სკოლის ადმინისტრაციას ,გავაცანით პრობლემა და კვლევის მიზანი,მათგან მივიღეთ მზაობა ,რომ დაგვეხმარებოდნენ და მოგვიგვარებდნენ როგორც ტექნიკურ პრობლემებს ასევე ,ყველა იმ პრობლემას,რომელიც შესაძლებელია წარმოშობილიყო კვლევის პროცესში. გავესაუბრეთ პედაგოგებს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი   ყოფილიყვნენ  საკვლევი საკითხით,  გავაცანით   საკვლევი პრობლემა, საჭიროების  შემთხვევაში ვთხოვეთ   გაეწიათ  დახმარება  და  2018 წლის იანვრიდან  შევუდექით   კვლევაზე  მუშაობას.

























თავი 5.
 მოცემულ თავში განხილულია პირველადი მონაცემების შეგროვების პროცესი და            მიღებული შედეგების ანალიზი.
         იმისათვის  რომ  თვალნათლივ დამენახა პრობლემა , თავდაპირველად გავაანალიზე არსებული სიტუაცია,   კვლევის  ობიექტად ავირჩიე  დაწყებითი  საფეხური  მე-6 კლასი, მოსწავლეთა  რაოდენობა  შეადგენს 33 მოსწავლეს.  მიუხედავად იმისა  რომ  საგაკვეთილო პროცესში ვიყენებდი  ავლა-სწავლების  სხვადასხვა სტრატეგიებს, ვამჩნევდი  რომ  მოსწავლეთა ჩართულობა დაბალი იყო, არ  იყვნენ მოტივირებულნი. გადავწყვიტე  გამომეკვლია არსებული პრობლემის მიზეზი. ამისათვის, პირველ რიგში  კვლევის  თვისობრივი  მეთოდის  გამოყენებით   ფოკუს  ჯგუფად შევარჩიე  უცხო ენის კათედრის პედაგოგები, რათა  დამედგინა  აქვთ  თუ არა მსგავსი პრობლემა   და  როგორ  ცდილობენ მის გადაჭრას.
            კვლევის თვისობრივი მეთოდი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მას „ჯგუფური დისკუსიის“ სახელითაც მოიხსენიებენ. იგი გულისხმობს ერთდროულად რამოდენიმე აქტორთან საუბარს და მისი მიზანია, მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ. ეს კი შესაძლებელს ხდის მონაწილეები უფრო მეტად გახსნილები და გულახდილები იყვნენ. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ რესპონდენტის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ და გავიგოთ არა მხოლოდ ის, თუ რა მოსაზრება აქვს თემის შესახებ რესპონდენტს, არამედ ისიც თუ რატომ, რა მიზეზით ფიქრობს ის ასე და რა გარემოებები იკვეთება ამ პრობლემასთან მიმართებაში. თუმცა, ფოკუს ჯგუფის მსვლელობისას ასევე შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თემები. ამრიგად, ფოკუს ჯგუფის პროცესში წარმოქმნილი მსჯელობის შედეგად მოსალოდნელია გამოვლინდეს ისეთი შეფასებები და დამოკიდებულებები ინდივიდების მხრიდან, რაც შესაძლებელია მათ არც აქვთ სათანადოდ გათვითცნობიერებული. თუმცა, ფოკუს ჯგუფის ჩატარება დიდ ძალისხმევას მოითხოვს მკვლევარისაგან, რადგან მან უნდა შესძლოს სწორი მიმართულება მისცეს დიალოგს, აზრის დაფიქსირების საშუალება თანაბრად ჰქონდეს თითოეულ მონაწილეს. დაუშვებელია, რომ მხოლოდ ერთმა ან ორმა აქტორმა ისაუბროს და დანარჩენებმა მხოლოდ უსმინონ. დისკუსია უნდა ტრიალებდეს მოცემული საკითხის ირგვლივ და არ უნდა გადაუხვიოს თემას, რაც ხშირად მოსალოდნელია. ამასთანავე, მკვლევარმა მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს საკუთარი დამოკიდებულებებისა და მოლოდინების გავლენა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ადგილი სადაც ფოკუს ჯგუფი გაიმართება, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. ოთახი სასურველია იყოს წინასწარ მომზადებული და არ უნდა არსებობდეს ხელისშემშლელი ფაქტორები. ფოკუს ჯგუფში შესაძლებელია მონაწილეობას იღებდეს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 12 მონაწილე. მისი ხანგრძლივობა კი როგორც წესი, 2 საათია. ფოკუს ჯგუფის ჩატარებამდე  შევარჩიე  მასწავლებელთა  შესაბამისი რაოდენობა.  მოვიპოვე  მათგან  ინფორმირებული თანხმობები,  გავაცანი  საკითხი  და  შევთანხმდით  დროზე. ფოკუს  ჯგუფი  შედგებოდა  6 მასწავლებლისაგან  და  მიმდინარეობდა ინტერაქციულ  რეჟიმში. მასწავლებლებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისათვის.  ინტერვიუსათვის  შერჩეული  შეკითხვები   შემდეგი  იყო:
·             რომელი სახის სასწავლო რესურსს ანიჭებთ უპირატესობას?
·             ხდის  თუ არა გაკვეთილს ეფექტურს ელ. რესურსების გამოყენება და რატომ?
·             რამდენად მიზნობრივია თქვენს მიერ გამოყენებული რესურსები?
·             რამდენად ითვალისწინებთ სხვადასხვა  რესურსის გამოყენების  დროს მოსწავლეთა ინტერესს?
·             აისახება თუ არა სწორად შერჩეული ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციისა და ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე?  როგორ?
·             დაასახელეთ  მინიმუმ  ერთი  ხელის შემშლელი და ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი  ელექტრონული რესურსის გამოყენებისთვის?(დანართი 2)
          ჩვენი  კვლევის  და   ფოკუს ჯგუფის მიერ  მოცემული  ინტერვიუს  სანდოობის  მიზნით, ინტერვიუს  ესწრებოდნენ  კვლევის  ჯგუფის წევრები, მონაცვლეობით ვახდენდით მასწავლებელთა პასუხების დაფიქსირებას, რაც აუცილებელი იყო მონაცემთა შემდგომი ანალიზისათვის. ინტერვიუ ავიღეთ  ფოკუს ჯგუფის  ყველა წევრისაგან. ფოკუს-ჯგუფის ინტერვირების შედეგად მივიღე ასეთი სურათი :
Ø  კითხვაზე: რომელი სახის სასწავლო რესურსს ანიჭებთ უპირატესობას?
მასწავლებელთა 68% პროცენტი ანიშნავს,რომ გაკვეთილზე იყენებს ტრადიციულ სასწავლო რესურსს: ილუსტრაციებს ,ცხრილებს ,ტაბულებს ,სახელმძღვანელოს,დაფას. მხოლოდ 32% იყენებს გაკვეთილზე მრავალფეროვან რესურსს ,მაგრამ ამას არა აქვს სისტემატური ხასიათი.
Ø  კითხვაზე: ხდის  თუ არა გაკვეთილს ეფექტურს ელ. რესურსების გამოყენება და რატომ?
გამოკითხულ მასწავლებელთა 100% თანხმდება, რომ ელექტრონული რესურსის გამოყენება უდაოდ ხდის გაკვეთილს საინტერესოს ,იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა .ისტ -ის გაკვეთილზე გამოყენება ქმნის ისეთ გარემოს ,რომელიც ტექნოლოგიების ეპოქაში დაბადებული თაობისათვის მიახლოებულია ბუნებრივ გარემოსთან ,ამიტომ ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა  ჩართულია მასწავლებლის მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში და ეს ხდება ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
Ø  ითხვაზე: რამდენად მიზნობრივია თქვენს მიერ გამოყენებული რესურსები?
რამდენად ითვალისწინებთ სხვადასხვა  რესურსის გამოყენების  დროს მოსწავლეთა ინტერესს?
მასწავლებელთა 83% აღნიშნა ,რომ რესურსის გამოყენებისას ითვალისწინებს მოსწავლეთა არსებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,მათ ინტერესს.რესურსს იყენებს მიზნობრივად ,ითვალისწინებს ე.ს.გ.-ის სტანდარტს . მასწავლებელთა 17% ცდილობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა უნარ-ჩვევები,ინტერესები და მიზნობრივად გამოიყენოს რესურსი.
Ø  კითხვაზე: აისახება თუ არა სწორად შერჩეული ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციისა და ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე?  როგორ?
გამოკითხულ მასწავლებელთა 68% ისტს იყენებს იშვიათად ,აუცილებლობის შემთხვევაში.ხშირად იყენებენ ტრადიციულ სასწავლო რესურსებს .
მასწავლებელთა 32% შედარებით ხშირად იყენებს ისტ-  ყოველდღიურ გაკვეთილებზე . მასწავლებელთა 83 % იყენებს ისტ-ს ინტეგრირებულ და სამოდელო გაკვეთილებზე და ამ დროს მოსწავლეთა ჩართულობა გაცილებით მაღალია ,ვიდრე ჩვეულებრივ გაკვეთილზე. მასწავლებლები აღნიშნავენ რომ,სხვადასხვა სახის ელ.რესურსი, თუ ის მიზნობრივადაა შერჩეული  ,რა თქმა უნდა ,მოქმედებს ენის სწავლის ხარისხზე. ელ.რესურსის მაგ. სიმღერების, მულტფილმების საშუალებით მოსწავლე ურთიერთობს ენის მატარებელთან, ეცნობა მის კულტურას, ტრადიციებს .ეს ზრდის ენისადმი ინტერესს. სიმღერებში გამოიყენება მისამღერები, რომლებიც ადვილი დასამახსოვრებელია და საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაიმდიდროს ლექსიკა ,ასევე ხედვითა და მოსმენით მიწოდებული მასალა ხანგრძლივ მახსოვრობაზეა გათვლილი. ინგლისური ენის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ინგლისური სიმღერები და მულტფილმები მოკლებულია აგრესიულობას , პირიქით ქმნის თბილ კეთილ გარემოს  ეს კი აუცილებელი პირობაა მოზარდთათვის .ასევე მასწავლებლებმა აღნიშნეს,რომ PPP ფორმატში პრეზენტაციის მომზადების დროს მოსწავლე უცხო ენაზე მოიძიებს ინფორმაციას ,ახარისხებს აანალიზებსამ დროს აქტიურდება ლექსიკური და ენობრივ-გრამატიკული ერთეულები ,გარდა ანმისა მოსწავლე გადის ბლუმის ტაქსონოიმიის ზედა სააზროვნო დონეზე : მასალის ანალიზი -რა გამოადგება ,რა არ არის საჭირო და სინთეზი როცა ქმნის და ახდენს პრეზენტაციას.საბოლოოდ გავდივართ მოტივაციის ზრდაზე.
Ø  კითხვაზე:  გეგმავს თუ არა მასწავლებელი გაკვეთილებს კოლეგებთან ერთად?
მასწავლებელთა 51 % გეგმავს გაკვეთილებს კოლეგებთან ერთად ,49% ამას აკეთებს აუცილებლობის შემთხვევაში(შიდა დაკვირვების გაკვეთილები , ინტეგრირებული გაკვეთილები).
Ø  შეკითხვაზე: დაასახელეთ  მინიმუმ  ერთი  ხელის შემშლელი და ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი  ელექტრონული რესურსის გამოყენებისთვის?
            მასწავლებელთა 100% ხელშემწყობ პირობად მიიჩნევს იმ ფაქტს რომ ყველა მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი ისტ-ის გაკვეთილზე გამოყენებასთა დაკავშირებით, შეუძლიათ კომპიუტერთან და ტელეფონთან მუშაობა .
            მასწავლებელთა 100% თვლის ,რომ არსებული მიზნობრივი გარემო და მატერიალური ბაზა არა არის საკმარისი, რათა მასწავლებელმა შეძლოს ისტ-ის გამოყენება ინტენსიურად და არა ზოგჯერ .სკოლას გააჩნია შესაბამისი კაბინეტი, მაგრამ არ არის აღჭურვილი ისეთი ტენიკური ხელსაწყოებით, როგორიცაა პროექტორი (გვაქვს მხოლოდ 1 ცალის ოდენობით),ეკრანი, ჯგუფებში არ არის კომპიუტერი, მასწავლებელი იყენებს საკუთარ“ ნოუტბუკს“ რომელიც ყველას არა აქვს. ეს ყველაფერი კი ქმნის სირთულეს და უკარგავს მასწავლებელს სურვილს ყოველდღიურად გადალახოს ერთიდა იგივე სირთულეები. ამიტომ ისტ-ის გამოყენებას მასწავლებელი ახერხებს აუცილებლობის შემთხვევაში.შემდგომი ეტაპი ჩემი კვლევისა არის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით მონაცემების შეგროვება. 
             სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-6 კლასი, ისინი მეექვსე წელია სწავლობენ ინგლისურს. კლასი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მრავალრიცხოვანი, რაც ვთვლი, რომ ენის სწავლისას უკვე ქმნის პრობლემას: მასწავლებლისათვის გართულებულია თითოეულ მოსწავლემდე მისვლა. კლასში არის 33 მოსწავლე. მე-6 კლასში პირველი სემესტრიდან შევნიშნე,რომ მოსწავლეთა ჩართულობამ სასწავლო პროცესში იკლო ,მიუხედავად იმისა ,რომ ვცდილობდი გამომეყენებინა სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. დავინტერესდი,როგორი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა ინგლისური ენის გაკვეთილებზე, აღმოჩნდა ,რომ მოტივაცია აქაც დაეცა. ამ შედეგმა მიბიძგა შემექმნა კვლევის ჯგუფი,რომელშიც გავერთიანდით ამავე კლასში შემსვლელი რუსული ენის მასწავლებელი, მე-ინგლისური ენის მასწავლებელი და კიდევ ერთი ინგლისური ენის პედაგოგი,რომელიც იგივე პრობლემას გამოიკვლევდა ,მხოლოდ დაწყებითი საფეხურის სხვა კლასში.
          მთავარი ამოცანა კვლევისა იყო ჯერ დაგვედგინა დემოტივაციის მიზეზები და შემდეგ გვეპოვა მისი გადაჭრის გზები. პირველ რიგში უნდა მოგვეპოვებინა მონაცემები მოსწავლეებისაგან ,რომელთა ანალიზი გვიჩვენებდა მოქმედების მომდევნო ნაბიჯს. გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის ერთ-ერთი სახეობა ანკეტირება. ანკეტირება ჩავატარე VI კლასის მოსწავლეებთან. მიზანი იყო გამეგო არის თუ არა  ინგლისური ენის გაკვეთილები  საინტერესო  მათთვის,  არიან   თუ  არა აქტიურად  ჩართული  საგაკვეთილო პროცესში  და თუ არა, რატომ? ინფორმაციის მისაღებად გამოვიყენე შემდეგი შეკითხვები:
1.      ჩამოთვლილი აქტივობებიდან  რომელს  იყენებს უცხო ენის მასწავლებელი გაკვეთილზე?
   ა) უცხო ტექსტის კითხვა
   ბ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
   გ) კითხვა-პასუხი
   დ) ელექტრონული   რესურსი( ვიდეო რგოლი, PPP,  ანიმაცია, სიმღერა  და  აშშ.
2.      რომელი აქტივობა არის თქვენთვის  საინტერესო?
    ა)ანიმაციური ფილმები, სიმღერები, აუდიო რგოლები, აუდიო  ტექსტები
    ბ) უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრება.
    გ)გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
თუ  თქვენი  პასუხია    ა-გადადით   მე-4  შეკითხვაზე , თუ თქვენი პასუხია     გადადით მე-3  შეკითხვაზე

3.      რატომ  მოგწონთ უცხო  ტექსტის წაკითხვა- გააზრება?
   ა) ადვილად  ვგებულობ შინაარსს  
   ბ) კითხვით იოლად  ვიმახსოვრებ 
   გ) სხვა
4. რატომ  მოგწონთ  ანიმაციური ფილმები,/ სიმღერები,აუდიორგოლები,აუდიოტექსტები?
ა) სახალისოა          
ბ) ადვილად  ვგებულობ             
გ)  კარგად ვიმახსოვრებ ტექსტს

     5.    თქვენი  აზრით რისთვის არის საჭირო  უცხო ენის გაკვეთილზე   ანიმაციური  
ფილმები/ სიმღერების(ვიდეო რგოლების/PPP გამოყენებას?
 ა) გაკვეთილი უფრო  საინტერესო იქნება    
 ბ) ყველა მოსწავლე იქნება ჩართული   
 გ) იოლად დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ ახალ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
             ) სხვა  
(დანართი 1)
ანკეტირება ჩავატარე პირველი სემესტრის დასასრულს ,არდადეგების დაწყებამდე, რათა მეორე სემესტრში უკვე საშუალება მქონოდა მემუშავა პრობლემის გადაჭრის გზებზე.ანკეტირება გაიარა 33 მოსწავლემ და მივიღე ასეთი შედეგები: 
v  კითხვაზე----  ჩამოთვლილი აქტივობებიდან  რომელს  იყენებს უცხო ენის მასწავლებელი გაკვეთილზე?
   ა) უცხო ტექსტის კითხვა
   ბ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
   გ) კითხვა-პასუხი
   დ) ელექტრონული   რესურსი( ვიდეო რგოლი, PPP,  ანიმაცია, სიმღერა  და  აშშ.
მოსწავლეთა44% ასახელებს უცხო ტექსტის კითხვას ,31%-კითხვა-პასუხს,13% თვლის რომ ხშირად ასრულებენ გრამატიკულ სავარჯიშოებს ,მოსწავლეთა მხოლოდ 12% მიაჩნია რომ გაკვეთილზე გამოიყენება ელ.რესურსი. დიაგრამაზე ეს ასეთი სახით წარმოგვიდგება :
 



v  კითხვაზე -- რომელი აქტივობა არის თქვენთვის  საინტერესო?
    ა)ანიმაციური ფილმები, სიმღერები, აუდიო რგოლები, აუდიო  ტექსტები
    ბ) უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრებან. გ)გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება
პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა
მოსწავლეთა 58% საინტერესოა   ანიმაციური ფილმები, სიმღერები, აუდიო რგოლები, აუდიო  ტექსტები
მოსწავლეთა 32%------       უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრება,ხოლო10 % აინტერესებს გრამატიკული სავარჯიშოების კეთება
მონაცემთა დიაგრამა ასეთია  
 

v  კითხვაზე--რატომ  მოგწონთ უცხო  ტექსტის წაკითხვა- გააზრება?
   ა) ადვილად  ვგებულობ შინაარსს  
   ბ) კითხვით იოლად  ვიმახსოვრებ 
   გ) სხვა
მოსწავლეთა პასუხები ასე გადა ნაწილდა:     ადვილად  ვგებულობ შინაარსს  44%, 
    კითხვით იოლად  იმახსოვრებს მოსწავლეთა 41% ,სხვა პასუხი გასცა მოსწავლეთა 15%  დიაგრამაზე ეს შედეგები ასე გამოიყურება

 




v  კითხვაზე ---  რატომ  მოგწონთ  ანიმაციური ფილმები,/ სიმღერები,აუდიორგოლები,აუდიოტექსტები?
ა) სახალისოა          
ბ) ადვილად  ვგებულობ             
გ)  კარგად ვიმახსოვრებ ტექსტს
მოსწავლეთა 60% თვლის ,რომ სახალისოა ,22% მიაჩნია,რომ ადვილად გებულობს სიმღერებისა და ანიმაციური ფილმების შინაარსს,ხოლო 18% თვლის რომ ყურებით და მოსმენით უკეთესად იმახსოვრებს ტექსტს
ეს მონაცემები  დიაგრამაზე ასე გამოიყურება

v  და ბოლო შეკითხვაზე ---- თქვენი  აზრით რისთვის არის საჭირო  უცხო ენის გაკვეთილზე   ანიმაციური   ფილმები/ სიმღერების,ვიდეო რგოლების/PPP გამოყენება?
ა) გაკვეთილი უფრო  საინტერესო იქნება    
 ბ) ყველა მოსწავლე იქნება ჩართული   
 გ) იოლად დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ ახალ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს. ) სხვა  
 მოსწავლეთა თანაბარი რაოდენობა 41-41% თვლის,რომ ელექტრონული რესურსის გამოყენება გაკვეთილს უფრო საინტერესოს გახდის და მოსწავლეთა ჩართულობა გაიზრდება ,12%  მიაჩნია ,რომ ელ.რესურსის გამოყენება დაეხმარება ლექსიკისა და გრამატიკული კონსტრუქციების გააქტიურებაში. ხოლო 6% სხვა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას.დიაგრამა ასეთი გამოვიდა

 



ამგვარად დავასრულე მონაცემთა შეგროვება,გამოვიყენე კვლევის ორივე მეთოდი ახლა ვნახოთ რა მოგვცა მონაცემთა ანალიზმა
მასწავლებელთა ინტერვირების შედეგად  შეგროვებულ მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა:

1)   მასწავლებლები, ფაქტიურად  ,იყენებენ  მოსწავლეთა  უნარ-ჩვევებზე   ორიენტირებულ,  მაგრამ  ტრადიციულ  რესურსებს:   სქემები, ცხრილები, ილუსტრაციები, გრაფიკული  ორგანიზატორები.
2)  მათ  მიერ  გამოყენებული  რესურსები  ერთფეროვანია.
3)  უმეტეს  შემთხვევაში   შერჩეული  რესურსი  თანხვედრაშია  ესგს-თან.  
4) სამწუხაროდ   აღმოჩნდა ,  რომ  ისტ-ის  გამოყენებას   არა  აქვს  სისტემატური  ხასიათი.    კომპიუტერის გამოყენება ხდება  ძირითადად ინტეგრირებულ , სამოდელო გაკვეთილებზე, ხოლო  ყოველდღიური  საგაკვეთილო  პროცესი მოკლებულია ამ მნიშვნელოვან რესურს.
5)ყველა მასწავლებელი ერთხმად  აღიარებს ისტ-ის გამოყენების აუცილებლობას და მის პირდაპირ კავშირს მოსწავლეთა მოტივაციის დონესთან
6) გაკვეთილზე ისტ-ის სისტემატური გამოყენების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის არასაკმარისი მატერიალური ბაზა და მწირი სასწავლო ელექტრონული რესურსი .
მოსწავლეთა ანკეტირების შედეგად  შეგროვებულ მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა:
 1)უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები სისტემატურად ასრულებენ ისეთ ტრადიციულ აქტივობებს ,როგორიცაა უცხო ტექსტის წაკითხვა -გააზრება ,კითხვა-პასუხი , გრამატიკული  სავარჯიშოების შესრულება -რაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის ერთფეროვანი და მოსაწყენია .
2) გაკვეთილებზე ხდება ელექტრონული რესურსების ანიმაციური ფილმების,სიმღერების,აუდიოტექსტების,  PPP ფორმატში მომზადებული პრეზენტაციების გამოყენება,მაგრამ არა სისტემატურად .
3) ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთათვის გაცილებით საინტერესოა და მათი ჩართულობა მაღალია ,თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
4) ისტ-ის გამოყენებით მიწოდებული ელექტრონული რესურსი ეხმარება მოსწავლეს ახალი ლექსიკის დამახსოვრებაში ,ლექსიკური ერთეულების და გრამატიკული კონსტრუქციების გააქტიურებაში და პრაქტიკულ გამოყენებაში.

ამგვარად ,მონაცემთა ანალიზმა თვალნათლივ დაგვანახა რა არის ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი: ეს არის
ü  ტრადიციული აქტივობების სისტემატური  გამოყენება-წაკითხვა-გააზრება,კითხვა-პასუხი,გრამატიკული სავარჯიშოები.მათი გამოყენებისას მასწავლებელი კი ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,ესგ_ით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებს,მაგრამ  ერთფეროვნება მოსაწყენია .
ü  ერთფეროვანი რესურსის გამოყენება გაკვეთილზე.
ü  ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების მცირე რაოდენობა და არა სისტემატური ხასიათი  
ü   კოლეგებთან  არასაკმარისი ურთიერთთანამშრომლობა.

ვინაიდან გამოიკვეთა პრობლემები ,ახლა საჭიროა დავსახო მათი გადაჭრის გზები.გადავდივარ კვლევის ახალ ეტაპზე ინტერვენციები.






თავი  6
ინტერვენციების აღწერა და ანალიზი
ჩემს მიერ დასახული ინტერვენციები  უნდა დამეხმაროს იმ პრობლემების გადაჭრაში ,რომლებიც გამოიკვეთა კვლევის დროს :

ü  ტრადიციული აქტივობების სისტემატური  გამოყენება-წაკითხვა-გააზრება,კითხვა-პასუხი,გრამატიკული სავარჯიშოები.მათი გამოყენებისას მასწავლებელი კი ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,ესგ_ით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებს,მაგრამ  ერთფეროვნება მოსაწყენია .
ü  ერთფეროვანი რესურსის გამოყენება გაკვეთილზე.
ü  ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების მცირე რაოდენობა და არა სისტემატური ხასიათი  
ü   კოლეგებთან  არასაკმარისი ურთიერთთანამშრომლობა.
დავსახე ჩამოთვლილ პრობლემათა მოგვარების შემდეგი გზები:

ინტერვენციები
1.         კოლეგებთან თანამშრომლობა  ესგ-ს  მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა.  ურთიერთანამშრომლობა, უკუკავშირი
2.         კონკრეტულ თემაზე  სიმღერის  გამოყენებით  ლექსიკური მარაგის გააქტიურება
3.         სიმღერების მოსმენა და მის გაგება-გააზრებაზე მიმართული  აქტივობების  შესრულება(  გამოტოვებული სიტყვების ჩასმა, ილუსტრაციების დაკავშირება)
4.         ანიმაციური ფილმების ყურება და მის გაგება-გააზრებაზე მიმართული  აქტივობების  შესრულება ,კოგნიტური ცხრილების  შევსება( ვინ? რა? სად? როდის?)
5.         პრეზენტაციისთვის  საჭირო    ინფორმაციის  მოძიება ინტერნეტ სივრცეში
            PPP-ში  ფორმატში  პრეზენტაციის  მომზადება
განვიხილავ თითოეულ ინტერვენციას ,მისი განხორციელებისათვის საჭირო აქტივობებს.
ინტერვენცია 1.      კოლეგებთან თანამშრომლობა  ესგ-ს  მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა.  ურთიერთანამშრომლობა, უკუკავშირი

აღნიშნული ინტერვენციის მიზანია მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის დონის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიონალურ  ზრდასა და  სწავლა-სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებას.
ა) კვლევის ჯგუფის მუშაობა არის კოლეგებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.  კვლევის ჯგუფი შევქმენით სამმა უცხო ენის პედაგოგმა, გავინაწილეთ  შესასრულებელი სამუშაო, შევიმუშავეთ  კვლევის გეგმა, ავირჩიეთ  საკვლევი ობიექტი და შევუდექით  მონაცემების შეგროვებას.  ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კვლევის ჯგუფი უკეთესად იმუშავებს როცა მისი ყველა წევრი ჩართული იქნება საქმის წარმართვაში და გადანაწილებული იქნება ფუნქციები.ურთიერთთანამშრომლობა შედგა უცხოენის კათედრის მასწავლებლებთან ,რომლებიც შევარჩიეთ ფოკუს-ჯგუფად და მოვახდინეთ მათგან  ინტერვიუს აღება,მათ გამოხატეს მზაობა და დაგვეხმარნენ კვლევის განხორციელებაში.კვლევის ჯგუფის წევრები მთელი სემესტრის გსნმავლობაში ვიკრიბებოდით ვაჯამებდით გაწეულ სამუშაოს ,ვგეგმავდით კვლევის შემდგომ ეტაპებს, განსახორციელებელ ინტერვენციებს, ვუზიარებდით ერთმანეთს ახალ მიგნებებსა და გამოცდილებებს .
ბ)კოლეგებთან თანამშრომლობის საუკეთესო ფორმაა ე.ს.გ.-ის მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა. ეს ფორმა ჩვენთვის, ვინც თავიდანვე ჩავერთეთ მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში ახალი არ არის, რადგან ამ სქემის მიხედვით ჩატარებული გვაქვს ინტეგრირებული გაკვეთილები. ინტეგრირებულ გაკვეთილს ვატარებთ თანმხვედრ თემებზე, ამ დროს ვახდენდთ გაკვეთილის გეგმის ერთობლივად შემუშავებას, რესურსების შექმნას ელ.რესურსების მოძიებასა და მოდიფიცირებას, ვითვალისწინებთ მოსწავლეთა ცოდნის დონესა და ინტერესებს .ერთმანეთს ვასწავლით და ერთმანეთისგან ვსწავლოთ ეს პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ გაკვეთილებზე დაკვირვება გვიჩვენებს ,რომ მოტივაციის დონე მასწავლებლებშიც და მოსწავლეებშიც მაღალია, გაკვეთილი მოსწავლისათვის არის არა ყოველღიური რუტინა, არამედ საინტერესო და სახალისოა. ასევე ძალიან გავრცელებული ფორმაა თანამშრომლობისა გაკვეთილებზე ურთიერთ დასწრება და შემდგომ ჩატარებული გაკვეთილის ერთობლივი განხილვა. უკუკავშირი აქ აუცილებელია რადგან გვეხმარება დავინახოთ საკუთარი გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები და შემდგომი გაკვეთილები უკეთესად  დავგეგმოთ
3) უკუკავშირი თანამშრომლობის აუცილებელი ნაწილია .ვინაიდან ჩვენი კვლევის თემა მოტივაციას უკავშირდება, ეს პრობლემა თანამედროვე სკოლაში მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლებს არ აწუხებთ, სხვა საგნების პედაგოგებიც ინტერესით აკვირდებოდნენ კვლევის მსვლელობას, ამიტომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მათ გავაცანით კვლევის შედეგები; მიგნებები რეკომენდაციები.მოვისმინეთ მათი შენიშვნები ,მასწავლებელთა ინტერესი გამოიწვია გაკვეთილებზე ანიმაციური ფილმების, ვიდეორგოლების გამოყენების თემამ ,დაისვა შეკითხვები.
აღნიშნული ინტერვენციის განხორციელებას სამმაგი დადებითი მხარე აქვს :პირველი, რომ ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ,მეორე-მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება,რადგან გაკვეთილები საინტერესო და ისტ-ის გამოყენებით არის დაგეგმილი და მესამე-სკოლაში, რომელსაც ეყოლება პროფესიონალი მასწავლებლები და მოტივირებული მოსწავლეები სწალა-სწავლების ხარისხიც მაღალი იქნება და დისციპლინის საკითხიც მოგვარებული. როცა მოსწავლე მთლიანად ჩართულია სააწავლო პროცესში, შინაგანადაა მოტივირებული სასწავლო გარემო თავისთავად ხდება მოგვარებული.
ინტერვენცია 2.3   
1.კონკრეტულ თემაზე  სიმღერის  გამოყენებით  ლექსიკური მარაგის გააქტიურება.
2.სიმღერების მოსმენა და მის გაგება -გააზრებაზე მიმართული აქტივობების  შესრულება(  ვარაუდის გამოთქმა, გამოტოვებული    სიტყვების ჩასმა, )
         სიმღერა ჩვენი ცხოვრების ნაწილია,ამიტომ ინგლისურის გაკვეთილზე მისი გამოყენება ბუნებრივია.სიმღერების მოძიება  შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.შეგვიძლია სიმღერის ფორმატის არჩევა :დისკები, ვიდეო, ინტერნეტრესურსები.სიმღერის საშუალებით გაკვეთილი მრავალფეროვანი ხდება ,ის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოსწყდნენ რუტინული დავალებების შესრულებას. რატომ მაინდამაინც სიმღერა და როგორ დაგვეხმარება ლექსიკის გამდიდრებაში:
1) სიმღერა ავთენტური მასალაა ,საიდანაც ჩანს ენის რეალური ფუნქციონირება,ესაა კომუნიკაცია ენის მატარებელთან  რაც ხელს უწყობს ლექსიკაზე მუშაობას
2) სიმღერაწარმოადგენს პოეტურ ნიმუშებს , ამ ნიმუშების საშუალებით მოსწავლე ხედავს ლექსში ლექსიკის ფუნქციონირებას.
3) სიმღერის მოსმენის პარალელურად შეგვიძლია სხვა სავარჯიშოების შესრულებაც მაგალითად ინფორმაციის ამოცნობა -ამოკრება .
4) სიმღერის ტექსტი ადვილად დასამახსოვრებელია მასში ხშირად ხდება მისამღერის გამეორება,რაც მოსწავლეს ეხმარება ახალი სიტყვების და რაც მთავარია ფრაზების დამახსოვრებაში.

განვიხილავ კონკრეტულ მაგალითებს

გაკვეთილის თემა :“sport’’-სპორტი
სიმღერა: ‘’   The favourite sport song for kids’’ 

 

 განხორციელებული აქტივობების მიზანია : მოსწავლემ შეძლოს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თეატიკაზე აგებული სიმღერა, შეასრულოს გაგებაზე მიმართული სავარჯიშოები,გამოიყენოს ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულებიდა გაააქტიუროს ახალი ლექსიკა.
           განხორციელებული აქტივობებით გავდივართ ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ შედეგებზე:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი).
უცხ.დ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება.
უცხ.დ.IV.5.  მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
                     გამოყენება.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადგენს მარტივ გეგმას, ამოიწერს საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით მარტივი ენობრივი საშუალებებით გადმოსცემს ტექსტის ძირითად შინაარსს.
·         ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობას;
·         ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, ფორმულებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა ანიმაციური ფილმის შინაარსის შესახებ;
  • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
  • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა);
უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).
·           აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩა, სურათს);

მოსმენამდე ეტაპისთვის გამოყენებული აქტივობები.
აქტივობა1. წაიკითხეთ სიმღერის სათაური და გამოთქვით ვარაუდი რაზეა ეს სიმღერა?
აქტივობა 2. წაიკითხეთ სიმღერის სათაური და გამოთქვით ვარაუდი რა სიტყვები შეიძლება შეგვხვდეს ტექსტში?(გონებრივი იერიში)
აქტივობა3. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სურათებს ,მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ ის სურთები,რომლებიც სიმღერის შინაარსთანაა კავშირში.
აქტივობა 4. ვმუშაობთ ჯგუფებში. თითოეულ ჯგუფს ურიგდება დაჭრილი და არეული  სიმღერის ტექსტი, უნდა გაეცნონ და დააწყონ თანმიმდევრობით.

მოსმენის დროს შესასრულებელი აქტივობები
აქტივობა 1.ოისმინეთ სიმღერა და ჩასვით გამოტოვებული სიტყვები.
აქტივობა  2.განმარტეთ გამუქებული სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა .
 აქტივობა 3 გონებრივი იერიშის დროს დასახელებული სიტყვებიდან რომელი სიტყვა შეგხვდა სიმღერაში?

 მოსმენის  შემდგომი ეტაპის დროს შესასრულებელი აქტივობები.
აქტივობა1.მოისმინეთ სიმღერა და უპასუხეთ კითხვებს
1. What kind of sport activities were mentioned in the song?   
2. Which of them are your favourite?
3 What do you think why is sport important for us?
 აქტივობა2. ვიმღეროთ ერთად.მოსწავლეები  სიმღერის რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ ხალისით ასრულებენ ასეთ აქტივობას .


მსგავსი აქტივობები დავგეგმე შემდეგ სიმღერებზე .
გაკვეთილის თემა :“plants’’-მცენარეები
სიმღერა: ‘’  The Needs of a Plant’’

 

გაკვეთილის თემა :“past simple’’-‘’წარსული მარტივი დრო’’

სიმღერა:  Pattern Practice - Simple Past Tense by ELF Learning


ინტერვენცია  4   ანიმაციური ფილმების ყურება და მათ გაგება-გააზრებაზე მიმართული აქტივობების შესრულება.  
ამ ინტერვენციაში განვიხილავ აქტივობებს ,რომლებსაც ვგეგმავ ისტ-ის გამოყენებით ანიმაციური ფილმების ჩვენების დროს .რატომ ანიმაციური ფილმები ? პირველ რიგში იმიტომ რომ ანიმაციური ფილმები სიმღერებსაც მოიცავს და ხელს უწყობს  მოსწავლეებში ოთხივე საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა,კითხვა,ლაპარაკი,წერა) განვითარებას. ანიმაციური ფილმები წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ რესურსს ინგლისური ენის ათვისებისთვის, რადგან მასში წარმოდგენილია შედარებით  გამარტივებული ლექსიკური და გრამატიკული მასალა. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ განსახორციელებელი აქტივობების ორგანიზების ფორმად ხშირ შემთხვევაში ვიყენებ ჯგუფურ მუშაობას, წყვილებში მუშაობა, ეს საშუალებას გვაძლევს აქტივობაში ჩავრთოთ თითქმის ყველა მოსწავლე რაც ჩვენი მთავარი მიზანია.
განხორციელებული აქტივობების მიზანია : მოსწავლემ შეძლოს მოისმინოს/უყუროს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე ანიმაციური, შეასრულოს გაგებაზე მიმართული სავარჯიშოები, გამოიყენოს ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულები და გაააქტიუროს ახალი ლექსიკა .
თემა : ჯანსაღი კვება (კვებასთან დაკავშირებული ტერმინები, ჯანსაღი/არაჯანსაღი საკვების დახარისხება)
ანიმაციური ფილმი Eat Healthy , Stay Healthy

ანიმაციური ფილმის მოსმენა/ყურება და გაგება-გააზრებაზე მიმართულ აქტივობებს გავყავართ ე.ს.გ. ით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებზე
 მიმართულება მოსმენა:  
 უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
·           ამოკრეს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი  და სხვა);
უცხ.დ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
·           ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობას;
·           პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისებების შესახებ;
·           ადგენს მარტივ გეგმას, ამოიწერს საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით მარტივი ენობრივი საშუალებებით გადმოსცემს ტექსტის ძირითად შინაარსს.

უცხ.დ.IV.5.  მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
                     გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელოის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);                           



აქტივობა.1 მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ფოტოს ანიმაციური ფილმიდან და მოსწავლეებს თხოვს გამოთქვან ვარაუდი რის შესახებ შეიძლება ანიმაცია.
აქტივობა 2.ნასწავლი ლექსიკის გააქტიურება. მოსწავლეები ახარისხებენ საკვებს კატეგორიების მიხედვით.
აქტივობა 3.მოსწავლეები უყურებენ ანიმაციას და ინიშნავენ საკვებთან დაკავშირებულ ტერმინებს. რომელსაც ასახელებენ ანიმაციის დასრულებისას.
აქტივობა 4. მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი შეკითხვებით:
Ø  ვინ არის ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი?
Ø  რა სახის საკვები მოსწონს მას?
Ø  რა სახის  ჯანსაღი და არაჯანსაღი  საკვებია  მოცემული ვიდეოში?
Ø  რა პრობლემა ჰქონდა დენის არაჯანსაღი საკვების ჭამისას?
Ø  როგორ გადაწყვიტა  მან ამ პრობლემის გადაჭრა?
Ø  რა რჩევა  მისცა მას დედამ?
Ø  როგორ ფიქრობთ დეივის მსგავსათ შეიძლება  თუ არა თქვენც შეგექმნათ  მსგავსი პრობლემები?
Ø  როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები
აქტივობა 8. ვმუშაობთ ჯგუფებში. მოსწავლეები მსჯელობენ ანიმაციურ ფილმში მოცემულ პრობლემებზე და ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს. დასასრულს აკეტებენ პრეზენტაციას.ს

      ინტერვენცია  5. პრეზენტაციისთვის  საჭირო ინფორმაციის  მოძიება ინტერნეტ         
      სივრცეში
          PPP-ში  ფორმატში  პრეზენტაციის  მომზადება      
ეს ინტერვენცია და მასთან დაკავშირებული აქტივობები საშუალებას მოგვცემს გავიდეთ ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონეზე,კერძოდ ანალიზსა და სინთეზზე,თუმცა ,რადგან ეს დაწყებითი საფეხურია ეს იქნემა ანალიზისა და სინთეზის ელემენტები. მეორე დადებითი მხარე განხორციელებული აქტივობებისა არის ის ,რომ მათი ორგანიზების ფორმად შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჯგუფური მუშაობა ,ასევე ინდივიდუალური მუშაობის ფორმა. ეს აქტივობები შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ როგორც საშინაო დავალების სახით, ასევე შეგვიძლია განვახორციელოთ საკლასო ოთახში . აღნიშნული აქტივობების მიზანია :მოსწავლემ შეძლოს ინტერნეტ სივრცეში მარტივი ინფორმაციების მოძიება,მათი დახარისხება და დანიშნულებისამებრ გამოყენება. შეძლოს PPP ფორმატში პრეზენტაციის განხორციელება  ყველაზე მოსახერხებელი ეს აქტივობა არის პროექტებზე მუშაობის დროს. ამ აქტივობებით გავდივართ ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ  შედეგებზე:
მიმართულება: წერა
 უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წერა საყმაწვილო ენციკლოპედიისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შეარჩევს თემას (მაგ., სპილო);
·           აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას;
·           ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს);
·           წერს ტექსტის სრულ ვარიანტს,  ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
 უცხ.დ.IV.14.  მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში);
·           იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.


მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩა, სურათს);
·           სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
·           გეგმის მიხედვით  ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).


მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.IV.25. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხს;
·           კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           მეწყვილესთან ერთად ჭრის დასმულ ამოცანას;
·           მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
·           ეთათბირება თანაგუნდელებ ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           გამოთქვამს საკუთრ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.

მოვიყვან ორ მაგალითს,როცა აქტივობები სრულდება სახლში და მოსწავლე ინდივიდუალურად წარმოადგენს პრეზენტაციას და როცა ჯგუფური მუშაობა მიმდინარეობს გაკვეთილზე და ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
თემა: სპორტი; ჯანსაღი კვება
თემის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას ინტერნეტში მოიძიონ სხვადასხვა სპორტის სახეობის ფოტო. რომლესაც ატვირთავენ საკუთარ ელექტრონულ ფოსტებზე. გაკვეთილი ტარდება კომიუტერების ოთახში,სადაც თავისუფლად თავსდება ყველა მოსწავლე, თუმცა ამჯერად ორგანიზების ფორმა იქნება ჯგუფური .მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით .შემდეგ ეძლევათ დავალება შეაჯერონ ფოტოები და ინფორმაცია შემდგომ კი მოამზადონ და განახორციელონ პრეზენტაცია PPP-ფორმატში,რომელშიც გამოიყენებენ უკვე მოძიებულ ფოტოებს, განათავსებენ ინფორმაციას არა მარტო სპორტის ცალკეულ სახეობებზე არამედ გამოხატავენ საკუთარ შეხედულებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევარი და პრეზენტატორი.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში ავითარებს არა მარტო ენის პრაქტიკული გამოყენების უნარს არამედ მთელ რიგ თანამშრომლობით უნარ-ჩვევებს და რაც ყველაზე მთავარია  ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში ,კეთებით სწავლა საინტერესო და ნაყოფიერია რადგან მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ემოციები ხანგრძლივად რჩება ბავშვის მეხსიერებაში. მასწავლებელი ამ შემთხვევაში წამმართველია და აკვირდება მოსწავლეთა სამუშაო პროცესს.
მეორე მაგალითი, როცა მოსწავლეებს ინდივიდუალურად ეძლევათ დავალება მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: 1) სპორტი  .   2) ჯანსაღი კვება.   3)  ბუნების გამოცანები:  მოცემული ილუსტრაციების     მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა სპორტისა თუ საკვების შესახებ. აქტივობა შესაძლებელია შესრულდეს სკოლაში -ორგანიზების ფორმა ჯგუფური მუშაობა
        ზემოთ ჩამოთვლილი ინტერვენციები განვახორციელე იანვრიდან მაისის ჩათვლით შესაბამისი თემების გავლისას. კლასს ვაკვირდებოდი და აშკარა იყო მოუთმენლად ელოდნენ ყველა გაკვეთილს და მათი მოლოდინი, ვთვლი, რომ მართლდებოდა . თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო აქტივობებში. განსაკუთრებით მოსწონდათ ანიმაციური ფილმების მიხედვით კოგნიტური ცხრილების  შევსება (ვინ? რა? სად? როდის?) .2018 წლის მაისის დასასრულს იმისათვის, რომ ჩემი მიგნებები კოლეგებისათვისგამეზიარებინა კვლავ ჩავატარე მე-6 კლასის მოსწავლეთა ანკეტირება და შევადარე მიღებული შედეგები იანვრის ბოლოს ჩატარებული ანკეტირების შედეგებს.
v  კითხვაზე----  ჩამოთვლილი აქტივობებიდან  რომელს  იყენებს უცხო ენის მასწავლებელი გაკვეთილზე?
   ა) უცხო ტექსტის კითხვა
   ბ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
   გ) კითხვა-პასუხი
   დ) ელექტრონული   რესურსი( ვიდეო რგოლი, PPP,  ანიმაცია, სიმღერა  და  აშშ.
მოსწავლეთა44% ასახელებს უცხო ტექსტის კითხვას ,31%-კითხვა-პასუხს,13% თვლის რომ ხშირად ასრულებენ გრამატიკულ სავარჯიშოებს ,მოსწავლეთა მხოლოდ 12% მიაჩნია რომ გაკვეთილზე გამოიყენება ელ.რესურსი. დიაგრამაზე ეს ასეთი სახით წარმოგვიდგება იანვრის ბოლოს ჩატარებული ანკეტირების დროს:
 
     

      ახლა ვნახოთ იგივე შეკითხვაზე რა შედეგები მივიღეთ მაისში: მოსწავლეთა 41% მიაჩნია რომ გაკვეთილზე გამოიყენება ელ.რესურსი.  მოსწავლეთა36% ასახელებს უცხო ტექსტის კითხვას ,13%-კითხვა-პასუხს,10% თვლის რომ ხშირად ასრულებენ გრამატიკულ სავარჯიშოებს დიაგრამაზე ეს ასეთი სახით წარმოგვიდგება :

როგორც ვხედავთ სხვაობა თვალში საცემია .
 








თავი 7
მიგნებები,რეკომენდაციები
ამგვარად დავასრულე კვლევა  თემაზე: : მოტივაციის ამაღლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ინგლისური ენის გაკვეთილზე (დაწყებითი საფეხური). კვლევა დავიწყე 2018 წლის იანვარში და დავასრულე 2018 წლის მაისში.კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე მე-6 კლასი და უცხოენის კათედრის მასწავლებლებლები. გამოვიყენე კვლევის ორივე მეთოდი. ვნახოთ რა მოგვცა   მონაცემთა ანალიზმა;
მასწავლებელთა ინტერვირების შედეგად  შეგროვებულ მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა:
1)   მასწავლებლები, ფაქტიურად, იყენებენ  მოსწავლეთა  უნარ-ჩვევებზე   ორიენტირებულ,  მაგრამ  ტრადიციულ  რესურსებს:სქემები, ცხრილები, ილუსტრაციები, გრაფიკული  ორგანიზატორები.
2)  მათ  მიერ  გამოყენებული  რესურსები  ერთფეროვანია.
3)  უმეტეს  შემთხვევაში   შერჩეული  რესურსი  თანხვედრაშია  ესგს-თან.  
4) სამწუხაროდ   აღმოჩნდა,  რომ  ისტ-ის  გამოყენებას   არა  აქვს  სისტემატური  ხასიათი.    კომპიუტერის გამოყენება ხდება  ძირითადად ინტეგრირებულ, სამოდელო გაკვეთილებზე, ხოლო  ყოველდღიური  საგაკვეთილო  პროცესი მოკლებულია ამ მნიშვნელოვან რესურს.
5)ყველა მასწავლებელი ერთხმად  აღიარებს ისტ-ის გამოყენების აუცილებლობას და მის პირდაპირ კავშირს მოსწავლეთა მოტივაციის დონესთან
6) გაკვეთილზე ისტ-ის სისტემატური გამოყენების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის არასაკმარისი მატერიალური ბაზა და მწირი სასწავლო ელექტრონული რესურსი .
მოსწავლეთა ანკეტირების შედეგად შეგროვებულ მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა:
 1)უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები სისტემატურად ასრულებენ ისეთ ტრადიციულ აქტივობებს, როგორიცაა უცხო ტექსტის წაკითხვა -გააზრება ,კითხვა-პასუხი , გრამატიკული  სავარჯიშოების შესრულება, რაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის ერთფეროვანი და მოსაწყენია .
2)გაკვეთილებზე ხდება ელექტრონული რესურსების ანიმაციური ფილმების, სიმღერების, აუდიოტექსტების, PPP ფორმატში მომზადებული პრეზენტაციების გამოყენება, მაგრამ არა სისტემატურად.
3)ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთათვის გაცილებით საინტერესოა და მათი ჩართულობა მაღალია, თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
4) ისტ-ის გამოყენებით მიწოდებული ელექტრონული რესურსი ეხმარება მოსწავლეს ახალი ლექსიკის დამახსოვრებაში, ლექსიკური ერთეულების და გრამატიკული კონსტრუქციების გააქტიურებაში და პრაქტიკულ გამოყენებაში.
შეგროვებული მონაცემების ანალიზმა თვალნათლივ დამანახა ის მიზეზები, რომლებიც იწვვევენ მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას ინგლისური ენის გაკვეთილზე ესენია:

·         ტრადიციული აქტივობების სისტემატური  გამოყენება-წაკითხვა-გააზრება,კითხვა-პასუხი,გრამატიკული სავარჯიშოები.მათი გამოყენებისას მასწავლებელი კი ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,ესგ_ით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებს,მაგრამ  ერთფეროვნება მოსაწყენია .
·         ერთფეროვანი რესურსის გამოყენება გაკვეთილზე.
·         ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების მცირე რაოდენობა და არა სისტემატური ხასიათი  
·         კოლეგებთან  არასაკმარისი ურთიერთთანამშრომლობა
პრობლემების დასაძლევად შევიმუშავე ინტერვენციები, რომელთა განხორციელების შედეგად მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში უნდა გაზრდილიყო და ეს გამოიწვევდა მოტივაციის დონის ზრდას .
ინტერვენციები განვახორციელე ისტ-ის გამოყენებით და მეორეჯერ ჩატარებულმა მოსწავლეთა ანკეტირებამ თვალნათლივ დამანახა რამდენად გაიზარდა მოტივაციის დონე .ჩემი მიგნებები რეკომენდაციის სახით შემიძლია გავუზიარო კოლეგებს,ვინაიდან მოტივაციის პრობლემა მასწავლებელთა დიდ ნაწილს აწუხებს და ყველა საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით ცდილობა ამ პრობლემის მოგვარებას. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მიგნებებს ეფექტიანად გამოიყენებენ პედაგოგები და მოარგებენ საკუთარ პრაქტიკას.
        



            


მთავარი მიგნება ჩემი კვლევისა არის :
ü  საგანმანათლებლო  რესურსების, კერძოდ ელექტრონული რესურსების ხშირი გამოყენება არის   ინგლისური ენის გაკვეთილზე მაღალი მოტივაციის გარანტი.
ü  მასწავლებელმა სისტემატურად უნდა გამოიყენოს მოსწავლეთა უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ რესურსები
ü  გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი უნდა იყოს მრავალფეროვანი. მასწავლებლებმა   უარი არ უნდა თქვან ტრადიციულ აქტივობებზე ,მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში ,ტექნოლოგიების საუკუნეში ,ამიტომ გაკვეთილები უნდა გავამდიდროთ ახალი ტექნოლოგიებით.თავად უნდა ვფლობდეთ ტელეფონთან და კომპიუტერთან მუშაობის უნარ_ჩვევებს და მოსწავლეებისთვის ვიყოთ მაგალითი.
ü  ისტ-ის გამოყენებისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და     ინტერესები.გამოყენებული რესურსი თანხვედრაში უნდა იყოს ე.ს.გ-თან.
ü  მასწავლებლებმა გაკვეთილები უდა დაგეგმონ  კოლეგებთან ერთად, გაუზიარონ ერთმანეთს მოძიებული რესურსები,ფართოდ დანერგონ ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და აუცილებლად განახორციელონ უკუკავშირი.
ü  სკოლის დირექციამ უნდა შექმნას  მიზნობრივი გარემო დ ამატერიალური ბაზა ისტ-ის გამოყენებისთვის.
ჩემს შემთხვევაში განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა ძალიან კარგი შედეგი. მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო გაკვეთილის მსვლელობაში, მოუთმენლად ელოდნენ ყოველ გაკვეთილს რა სიახლეს შევთავაზებდი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი  ინგლისური ენის გაკვეთილები მოტივაციის დონის ზრდის აუცილებელი პირობაა.










თავი 8
დასკვნა
                 ჩემი კვლევის წინასწარი მოლოდინები დაემთხვა კვლევის შედეგებს. კვლევამ მაჩვენა, რომ ინგლისური ენის  გაკვეთილზე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი ნამდვილად იყო ტექნოლოგიების საშუალებით ელექტრონული რესურსის გამოყენების ნაკლებობა. დაგეგმილმა ინტერვენციებმა თვალნათლივ დამანახა როგორ სეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება ინგლისური ენის გაკვეტილების მიმართ, როდესაც გამოვიყენე მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ელექტრონული რესურსი. რა თქმა უნდა ჩემს მიერ გამოყენებული რესურსი თანხვედრაში იყო ე.ს.გ-ს მოთხოვნებთან. მოსწავლეთა მოლოდინი და მოტივაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა, რაც კარგად ჩანს კვლევასი მოცემულ დიაგრამებზე.         
              პრაქტიკის კვლევამ დამანახა  ჩემი საჭიროებები და დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, მიჩვენა რა მეთოდები და აქტივობები გამოვიყენო,რომ მოსწავლეებ გავუადვილი ინგლისურიენის შესწავლა,რომ მათთვის გაკვეთილი არ იყოს რუტინა,არამედ საინტერესო და სახალისო პროცესი.   დაგეგმილი აქტივობების განხორციელებით მოსწავლებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი,განუვითარდათ მოსმენის ,ლაპარაკის წერის უნარ_ჩვევები, რაც აუცილებელია ნებისმიერი ენის შესწავლისათვის .რაც მთავარია განუვითარდათ ლექსიკური და გრამატიკული კონსტრუქციების პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევები.სიმღერებმა და ანიმაციებმა,რომლებიც გაკვეთილებზე გამოვიყენე ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაცნობოდნენ ინგლისურ კულტურასა და ტრადიციებს, ხელი შეუწყო მათში ისეთი დამოკიდებულების განვითარებას როგორიცაა ტოლერანტობა.  მომავალში მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარებისათვის  კიდევ ბევრი და საჭირო აქტივობების დაგეგმვას ვაპირებ, ეს აქტივობები დამეხმარება რომ მოსწავლეებმა მიაღწიონ ე.ს.გ. შესაბამის მიზნებს.
             არა მარტო მე, არამედ ჩემ კოლეგებს აღნიშნული საკითხის კვლევამ ხელი შეუწყო პროფესიულ განვითარებაში,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ისეთი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებაში, რომელიც უზრუნველყოფს გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციის მაღალ დონეს,







გამოყენებული ლიტერატურა
1.“ეროვნული სასწავლო გეგმაზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის 2010-2011წ“   თბილისი 2011.
 2.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებელთათვის      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2011.

3.ბერძენიშვილი ც. : „მოტივაცია კლასში. მოტივაციის თეორიები.“ჟურნალი “მასწავლებელი 2015წ. 9 ოქტომბერი

4.გოჩიტაშვილი ქ. ,ლომინაძე თ. ,მანჯგალაძე მ: „ენის ელექტრონული სწავლება და ვირტუალური სასწავლო გარემო; ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები“
თბილისი 2010. პროცესში“  # 2, 2013 . გვ. 20-46

 5.გოჩიტაშვილი ქ.:“ საინფორმაციო ტექნოლოგიები უცხო ენის სწავლა/სწავლების პროცესში    # 2, 2013     გვ. 20-46
  6. ფეტვიაშვილი . „ავთენტური მასალის გამოყენება რუსულის გაკვეთილზე. ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 1 ივლისი, 2015

7.  ჯანაშია ნ., იმედაძე ნ., გორგაძე ს.“სწავლისა და სწავლების თეორიები.       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2008 წელი.  8.ჯაფარიძე მ. – „კარლ როჯერსიკითხვები, რომლებსაც დავუსვამდი საკუთარ თავს, მასწავლებელი რომ ვიყო“. სიახლეების არქივი 13 იანვარი , 2015
9. Биболетова М.З. Мультимедийные средства как помощник УМК для средней школы. ИЯШ, №3. 1999.
10. Владимирова Л. П. Интернет на уроках иностранного языка. ИЯШ, №3, 2002. С 33-41.
11. Потапенко, Т.А. Песни к детским мультипликационным и игровым фильмам в обучении русскому языку как иностранному/Т.А. Потапенко// Русский язык за рубежом.- 2003.- №4

12. Потапенко, Т.А. Роль песни в изучении иностранцами русского языка и его культурного фона.

 13. Сафонова В.В. Современный русский аудио- и видеотекст в контексте межкультурного языкового образования. 2012.

14. Jeong-Bae Son-ი „Online Tools for Language Teaching”  

დანართები
 დანართი1
კითხვარი მოსწავლეებისათვის
მოგესალმებით!
მე  გახლავართ  სსიპ  ქალაქ  ქუთაისის  N24  საჯარო სკოლის   ინგლისური  ენის  პედაგოგი ციალა სანებლიძე.    ვატარებ  პრაქტიკულ  კვლევას   მოტივაციაზე. თქვენი  როგორც  მოსწავლის  მონაწილეობა  ძალიან  მნიშვნელოვანია  კვლევის  წარმატებისათვის. თქვენგან  მიღებული  ინფორმაცია  ანონიმურია. არაა საჭირო  კითხვარზე სახელისა და   გვარის  მითითება.
1.ჩამოთვლილი აქტივობებიდან  რომელს  იყენებს უცხო ენის მასწავლებელი გაკვეთილზე?
ა) უცხო ტექსტის კითხვა
ბ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება
გ) კითხვა-პასუხი
დ) ელექტრონული   რესურსი( ვიდეო რგოლი, PPP,  ანიმაცია, სიმღერა  და  აშშ.
2.რომელი აქტივობა არის თქვენთვის  საინტერესო?
ა)ანიმაციური ფილმები, სიმღერები, აუდიო რგოლები, აუდიო  ტექსტები
ბ) უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრება.
გ) გრამატიკული  სავარჯიშოს შესრულება

თუ  თქვენი  პასუხია    ა-გადადით   მე-4  შეკითხვაზე , თუ თქვენი პასუხია   ბ-  გადადით მე-3  შეკითხვაზე

3.რატომ  მოგწონთ უცხო  ტექსტის წაკითხვა- გააზრება?
ა) ადვილად  ვგებულობ შინაარსს   ბ) კითხვით იოლად  ვიმახსოვრებ  გ) სხვა
        4.   რატომ  მოგწონთ  ანიმაციური ფილმები,/ სიმღერები?

ა) სახალისოა           ბ) ადვილად  ვგებულობ              გ)  ვიმახსოვრებ ტექსტს
5. თქვენი  აზრით რისთვის არის საჭირო  უცხო ენის გაკვეთილზე   ანიმაციური      ფილმები/ სიმღერების(ვიდეო რგოლების/PPP გამოყენებას?
ა) გაკვეთილი უფრო  საინტერესო იქნება
ბ) ყველა მოსწავლე იქნება
 გ) იოლად დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ ახალ    სიტყვებ
 ) სხვა  


დანართი  2
1.      რომელი სახის რესურს ანიჭებთ უპირატესობას?
2.      ხდის  თუ არა გაკვეთილის ეფექტურს ელ. რესურსების გამოყენება და რატომ?
3.      რამდენად მიზნობრივია თქვენს მიერ გამოყენებული რესურსები?
4.      რამდენად ითვალისწინებთ სხვადასხვა  რესურის გამოყენების  დროს მოსწავლეთა ინტერესს?
5.      აისახება თუ არა სწორად შერჩეული რესურსის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციისა და ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე?  როგორ?
6.      დაასახელეთ  მინიმუმ  ერთი  ხელის შემშლელი და ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი  ელექტრონული რესურსის გამოყენებისთვის?
















პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
თემა: მოტივაციის ამაღლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ინგლისური  ენის გაკვეთილზე (დაწყებითი საფეხური)
მასწავლებელი: ციალა სანებლიძე
            თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია. აღნიშნული   პრობლემა იკვეთება  როგორც ფორმალურ,  ისე არაფორმალურ სასწავლო პროცესში. ყველა საფეხურის მასწავლებელი  სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრაზე ხაზს უსვამს დემოტივაციის პრობლემას. ეს  საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უცხო ენის პედაგოგების უმეტესობისათვის. დაკვირვებიდან    ჩანს, რომ მოსწავლეები  არ არიან  ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არიან პასიური  მსმენელები , მიუხედავად იმისა ,რომ ვიყენებ სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს,სახეზეა მოსწავლეთა დემოტივაცია. უდაოა, რომ მოტივაციის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.მოტივაციის ამაღლება შეუძლებელია მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ვიცით, რომ მოსწავლეთა ნაწილი სწავლობს მოსმენით, ხედვით და კეთებით. „ის რაც აღმზრდელის აზრით კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევა’’-წერს უზნაძე.  გადავწყვიტე დამედგინა როგორ და რა რესურსის საშუალებით შემექმნა მოსწავლეთათვის ისეთი განწყობა, რომ ისინი არა ძალდატანებით, არამედ ხალისით ჩართულიყვნენ სწავლა-სწავლების პროცესში. ასევე კოლეგებისათვის დამენახებინა თანამედროვე ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების აუცილებლობა.
     აღნიშნული კვლევა განვახორციელე  მე-6 კლასში.  პრაქტიკული კვლევის მიზანი  იყო     ინგლისური  ენის სწავლისას დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, ანალიზი და მისი გამოსწორების გზების დასახვა. კვლევის მეთოდოლოგიად შეირჩა პრაქტიკული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვიყენე   როგორც რაოდენობრივი , ისე თვისობრივი მეთოდები (ინტერვიუ,  ანკეტირება) . რაოდენობრივი კვლევა დამეხმარა გამეგო მოსწავლეთა   შეხედულებები  ინგლისური ენის სწავლების დაბალი მოტივაციის გამოწვევ პრობლემებთან დაკავშირებით. თვისობრივი კვლევა   კი- საკვლევი საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში. კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდი ზრდის კვლევის სანდოობას და უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს.კვლევაში  გამოვიყენე სრული  შერჩევა . საკვლევი  პრობლემის შესასწავლად  შევარჩიე  მეექვსე კლასის  ყველა  მოსწავლე  და მასწავლებლები,   რომლებიც ასწავლიან რუსულ და ინგლისურ ენებს.
         გავამზადე კითხვარები, რომელიც მომცემდა ინფორმაციას საკვლევ თემასთან დაკავშირებით. გავესაუბრე პედაგოგებს და მოსწავლეებს. შევუდექი კვლევას  კვლევის ჯგუფთან ერთად.ვინაიდან მოტივაციის პრობლემა აწუხებს თითქმის ყველა საგნის მასწავლებელს,ამიტომ საკვლევმა თემამ დააინტერესა არა მარტო უცხო ენების მასწავლებლები ,არამედ სხვა კათედრების წარმომადგენლები, ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს კვლევის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ თანამშრომლობისათვის . 
         კვლევა მიმდინარეობდა 6 თვე. ინტერვენციის მიზნით დავგეგმე აქტივობები ისტ-ის გამოყენებით: ანიმაციური ფილმების ჩვენება, სიღერების მოსმენა, PPP ფორმატში პრეზენტაციების მომზადება. ჩემი კვლევის წინასწარი მოლოდინები დაემთხვა კვლევის შედეგებს. კვლევამ მაჩვენა ნამდვილად იყო ტექნოლოგიების საშუალებით ელექტრონული რესურსების გამოყენების ნაკლებობა. დაგეგმილმა ინტერვენციებმა თვალნათლივ დამანახა როგორ შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება ინგლისური ენის გაკვეთილების მიმართ, როდესაც გამოვიყენე მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ელექტრონული რესურსი. რა თქმა უნდა ჩემს მიერ გამოყენებული რესურსი თანხვედრაში იყო ე.ს.გ-მის მოთხოვნებთან. მოსწავლეთა მოლოდინი და მოტივაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა, რაც კარგად ჩანს კვლევაში მოცემულ დიაგრამებმზე.
            24 მაისს 15 საათზე მოვაწყვე კვლევის შედეგების  power point პრეზენტაცია. უცხო ენის კათედრის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პედაგოგებს დეტალურად გავაცანი შემდეგი საკითხები: საკვლევი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნები, პრობლემის გამომწვევის სავარაუდო მიზეზები, კვლევის სამიზნე ჯგუფი, მონაცემთა შეგროვების მეთოდები, მონაცემთა ანალიზი, ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგები, ძირითადი დასკვნები, რეკომენდაციები, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა. პრაქტიკის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ კოლეგებმა დამისვეს შეკითხვები მათთვის ბუნდოვანი და საინტერესო საკითხების ირგვლივ. განხორციელებული პედაგოგიური კვლევით დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მომავალში თუკი დავგეგმავ კვლევას, შევეცდები უფრო უკეთესად წარვმართო, არ მივცე ჯგუფის წევრებს მოდუნებისა და მოტივაციის დაქვეითების სურვილი. აქტივობები შემოვიტანო მუდმივად საინტერესო.
              კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე კოლეგებს. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: უცხო ენის კათედრის წევრები, დირექცია და პედაგოგები, რომლებიც მუშაობდნენ მოტივაციის პრობლემებზე. სამიზნე ჯგუფი მთელი კვლევის მანძილზე აკვირდებოდა კვლევის პროცეს და აინტერესებდათ რა შედეგი მოგვცა განხორციელებულმა ინტერვენციებმა.  საკვლევი პრობლემით დაინტერესება ორმხრივი იყო. შედეგების გაზიარება მოხდა კვლევის დასრულების შემდეგ. შედეგების გაზიარებას ჰქონდა ინტერაქტიური ხასიათი. ინტერაქციას ჰქონდა წინასწარ დაგეგმილი ხასიათი. პედაგოგებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.  განსაკუთრებული დაინტერესება პედაგოგებში გამოიწვია კვლევის მიზანმა და განხორციელებულმა ინტერვენციებმა. მათ კონკრეტულად მოითხოვეს განხორციელებული აქტივობების დაწვრილებითი ანალიზი. მათი შეკითხვები შეეხო კვლევის პრაქტიკულ მხარეს, კერძოდ, შეკითხვები იყო შემდეგი სახის: 
Ø  რა სარგებლობას მოუტანს კვლევა მოსწავლეებს?
Ø  რაში გამოიყენებენ პედაგოგები კვლევის შედეგებს?
Ø  რა სარგებლო0ბას მოუტანს კვლევა სკოლას?
ამ შეკითხვებზე გავეცი კონკრეტული/არგუმენტირებული პასუხები.
1)მოსწავლეებს: გაკვეთილები ინგლისურ ენაში გახდება საინტერესო, გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა ,დაეხმარება მოსწავლეებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, შეძლონ ენობრივი კონსტრუქციების პრაქტიკაში გამოყენება. ეს პირდაპირ გაგვიყვანს მოტივაციის ზრდაზე.
 2)კოლეგებს:  დაეხმარება  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში , იმ ხერხების  მეთოდებისა და აქტივობების დაგეგმვაში, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისურის (უცხო ენის)გაკვეთილზე მოსწავლეთა მაღალ მოტივაციასა და ჩართულობას. ეს კი თავის მხრივ  დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.
3) სკოლას: გაიზრდება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხი ,მოხდება გაკვეთილების ერთად დაგეგმვა, რესურსების შექმნა და გამოყენება რაც საბოლოოდ აისახება სწავლა სწავლების ხარისხზე.
             განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია კოლეგებში გაკვეთილებზე ვიდეო რგოლების, ანიმაციური ფილმების გამოყენებამ. კოლეგების მიერ მოცემული უკუკავშირი იყო დადებითი. ძირითადი რეკომენდაცია იყო  შემდეგი: ისტის გამოყენებას გაკვეთილზე არ ქონდეს საჩვენებელი ხასიათი. ასევე გვირჩიეს მოვახდინოთ მოძიებული რესურსების თავმოყრა, კლასიფიკაცია, რათა მათი გამოყენება მცირე კორექტირების შემთხვევაში მოახდინონ სხვა საგნის პედაგოგებმა. ამაღლდეს ურთიერთ თანამშრომლობის ხარისხი არა მარტო ერთი  კათედრის პედაგოგებს შორის, არამედ კათედრათა შორის. ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის დახვეწასა და გაუჯობესებას.
             მიღებულმა რეკომენდაციებმა წინ წამოსწია ახალი საკვლევი თემა: კოლეგათა ურთიერთ-თანამშრომლობის როლი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.